ლანჩხუთელი გეიმდეველოპერის თამაშს ყოველთვიურად 200 000 აქტიური მომხმარებელი, ჯამში კი – 23 მილიონი ვიზიტორი ჰყავს!

ლანჩხუთელი 23 წლის რატი მენაღარიშვილი გეიმდეველოპერია. ნიჭიერმა ახალგაზრდამ თავის გუნდთან ერთად, Roblox-ის პლატფორმაზე ახალი თამაში, Steel Titans შექმნა და იმდენად გაითქვა სახელი, რომ მისით ტექნოლოგიებისა და ინოვაციების თემებზე მომუშავე ცნობილი მულტიმედია marketer.ge დაინტერესდა. როგორც რატი გამოცემასთან ყვება, თამაშს თითქმის 23 მილიონი ვიზიტი აქვს და თვეში საშუალოდ 200,000 აქტიური მომხარებელი ჰყავს. ის საომარი ჟანრის არის და […]

„მადლობა ჩემს შვილს, რომელმაც შექმნა ეს გაზეთი და მაჩუქა ბედნიერება, სიცოცხლის მიწურულამდე მეშრომა ყველაზე საინტერესო სპეციალობით“

ზუსტად 30 წლის წინ, ლანჩხუთში პირველი დამოუკიდებელი გაზეთის პირველი ნომერი გამოვიდა _  „ლანჩხუთმა პლუსმა“ ეპოქა შექმნა. სამწუხაროდ, იუბილეს მისი ლეგენდარული რედაქტორი ვერ მოესწრო. იმიერში ვულოცავთ ქალბატონ ქეთევან ნაკაშიძეს და გთავაზობთ მის სტატიას, რომელიც „ლანჩხუთი პლუსის“ 25 წლის იუბილეზე გამოქვეყნდა: ესეც ასე! უხმაუროდ და მოკრძალებულად გადავაგორეთ ჩვენი გაზეთის დაბადების დღე, როდესაც მას 25 წელი შეუსრულდა. თუმცა აქვე გეტყვით, […]

„არ მეგონა, 6 წლის შემდეგ მწარე დაუშრობელი ცრემლებით თუ ასეთ ფრაზებს დავწერდი…” – ლანჩხუთელი გმირის მეუღლე

ლანჩხუთელებს ეროვნული გმირის, აფხაზეთში დაღუპული დათო რამიშვილის მეუღლის, ელენე როყვას გარდაცვალებამ გული გვატკინა. გთავაზობთ ქალბატონ ელენეს წერილს მეუღლისადმი, რომელიც “გურია თუდეიმ” 2022 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა: “მიჭირს უშენოდ… ტკივილამდე მიჭირს… ყველგან და ყოველთვის შენს ნაკვალევს დავეძებ,მაგრამ ამაოდ… საით გავექცე საკუთარ გულს?. შენ რომ გელოდებოდა და რამდენი რამე უნდოდა შენთვის ეხარებინა,ეთქვა ჩუმად… საით გავექცე მოგონებებს წარსულისას… წარსულს,რომელიც […]

„გულიანი“ _ სახელი, რომელიც აერთიანებს დავით კუპრაძის შემოქმედებას და გურიის სიყვარულს…

ხის ხელნაკეთი აქსესუარების შექმნის იდეა ეკუთვნის დავით კუპრაძეს, რომელმაც შთაგონება იპოვა გურულ სოფელ – „გულიანში“. როგორც დავით კუპრაძემ pr-mc.gr-სთან საუბარში განაცახადა ინსპირაციის წყარო გახდა მოულოდნელი გასვლა ბუნებაში, სადაც უმარავი გამოუსადეგარი ხის დანახვამ გაუჩინა სურვილი მისი დამუშავების და აქსესუარებად გარდაქმნის. „დავიბადე ულამაზეს მხარეში, ეს არის ჩემი გურია. სკოლა დავამთავრე ქალაქ ლანჩხუთში წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო […]

გამოვიდა „გურია თუდეის“ სპეციალური ნომერი: „ლანჩხუთი plus“ #2197, 21 იანვარი, 2025 წ. დამშვიდობება ლეგენდარულ რედაქტორთან

გუშინ ლანჩხუთი ლეგენდარულ რედაქტორს დაემშვიდობა… ქეთევან ნაკაშიძემ 30 წლის წინ, 1995 წლის 23 იანვარს, მართლაც რომ „ლამპის შუქზე“ შექმნა „ლანჩხუთი პლუსი“ – ამბის და სინათლის მომტანი გაზეთი… თქვენს წინაშეა „ლანჩხუთი პლუსის“ სპეციალური ნომერი _ ამით „გურია თუდეი“ შეეცადა მცირედით მაინც გადაეხადა მადლობა ლეგენდარული რედაქტორისთვის იმ ამაგისთვის, რაც მან ლანჩხუთის მედიის და მთლიანად მუნიციპალიტეტის წინაშე გასწია […]

“აი, დადგა დღე, როდესაც მე, თქვენი ერთგული და მოსიყვარულე ჟურნალისტი უნდა გამოგეთხოვოთ” _ ქეთევან ნაკაშიძე

30 წლის წინ, ლანჩხუთში პირველი დამოუკიდებელი გაზეთი დაარსდა _  „ლანჩხუთმა პლუსმა“ ეპოქა შექმნა. სამწუხაროდ, იუბილეს მისი ლეგენდარული რედაქტორი ვერ მოესწრო. გთავაზობთ ქეთევან ნაკაშიძის  გამოსამშვიდობებელ სტატიას, რომელიც „ლანჩხუთი პლუსის“ ბოლო ნომერში, 2021 წლის 27 სექტემბერს გამოქვეყნდა: აი, დადგა დღე, როდესაც მე, თქვენი ერთგული და მოსიყვარულე ჟურნალისტი უნდა გამოგეთხოვოთ და გულწრფელი მადლობა მოგახსენოთ, რომ დღემდე კითხულობთ ჩემს […]

ფაცია, ვერა სერგეევნა, ნაკაშიძის დედა, თინა… „აცაურას“ სოლისტის, თამილა ჩხაიძის თეატრალური ცხოვრება

ლანჩხუთის ეგ. ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრს არაერთი ნიჭიერი მსახიობი თუ სცენისმოყვარე ჰყოლია, რომელსაც აღფრთოვანებაში მოუყვანია მაყურებელი. დღეს ერთ-ერთი მათგანის შესახებ გიამბობთ. თამილა ჩხაიძე დაიბადა 1961 წლის 23 ნოემბერს სოფელ აცანაში. დაამთავრა აცანის საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა ქუთაისის მუსიკალურ სასწავლებელში. სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ სოფელში და მუშაობა დაიწყო კულტურის სახლში _ გახლდათ სახალხო ანსამბლ […]

„იმ სამ ოთახში ჩვენი პატარა ქალაქის თანამედროვე ისტორია იწერებოდა წვალებით, ბრძოლით, ჩხუბით, ბრაზით“ – ეპოქა სახელად „ლანჩხუთი პლუსი“

„შეეძლო და შექმნა რაიონის ცხოვრებაში დაუვიწყარი გაზეთი, რომელიც ხელიდან ხელში გადადიოდა და ყველა წერილი ლამის ზეპირად იცოდა მკითხველმა, ყველა ავტორს ცნობდა და ელოდა…“ „ლანჩხუთი პლუსის“ ყოფილი ჟურნალისტი ნინო მშვიდობაძე ახლახან გარდაცვლილ ლეგენდარულ რედაქტორზე, ქეთევან ნაკაშიძეზე ემოციურ წერილს აქვეყნებს: „სულ ასე მგონია, რომ სათანადოდ ვერ მივეფერეთ ბოლოს, როცა გაზეთი დაიხურა. არადა, ეპოქა შექმნა, მთელი ეპოქა. “ლანჩხუთი […]

„წევიდა გურული სათოხარში, გექტრობით მიწა აქვს და აგერ კრიმანჭულს ღიღინებს… იქაც იმიტომ მიდის, რომ სამხარზე ღვინო გადაჰკრას“

„მარტო გურულებმა ვიცით იმის გარკვევა ჩამოსვლისთანავე, სტუმარი თუ როდის მიდის. იმიტომ კი არა, რომ გვეჩქარება მისი წასვლა. უბრალოდ, გვაინტერესებს, რამდენად დიდი გეგმა აქვს სტუმარს და თითქმის არ მახსენდება, რომელიმე სულიერს გურული განეცვიფრებინოს გეგმის მასშტაბურობით“ გურული ექიმი შოთა თედორაძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ჩანახატებს, რომელიც საინტერესოდ იკითხება და ძირითადად, თავისი სამედიცინო საქმიანობა აქვს „ფარცაკად მოკვარახჭინებული“. ამჯერად […]

„მამათში ხმა დაირხა, ფილიპე კილაძის ქეთინო ყველაზე მეტ ჩაის ჰკრეფსო“ – რას წერდა 1962 წელს „საქართველოს ქალი“ ლანჩხუთელ მეჩაიეებზე?

„კარგი ჯიშის ჩაის პლანტაციები აქვს გაშენებული ლანჩხუთის ქალაქის კოლმეურნეობას. ჩაის პირველივე ბუჩქთან თავდახრილი ჩალისქუდიანი ქალი დგას და ხელების სწრაფი მოძრაობით თვალის დახამხამებაში ივსებს მუჭებს ნორჩი ფოთლებით, მერე მოგრძო კალათაში ჰყრის ფოთლებს და ისევ ბუჩქს ეპოტინებიან თითები“ ბრიგადირი მის ძებნას თითქმის ერთი საათი მოვანდომე. ყველა შემხვედრისგან ერთ პასუხს მიიღებდი _ ახლა აქ იყოო თინა. მაგრამ ადვილი […]