ვალოდია გოგუაძე _ ჯავშნოსანი მატარებლის რაზმის ჭანჭათელი მეთაური… ეროვნული გმირი, რომელმაც მუშებისთვის სროლაზე უარი განაცხადა!

გურიაში მრავალშვილიანი ღარიბი გლეხის ოჯახში დაიბადა ვალოდია გოგუაძე. მის მშობლებს, ელისაბედსა და საბას 11 შვილი ჰყავდათ, აქედან ოთხი ყვავილით დაეხოცათ, დარჩათ ხუთი ვაჟი და ორი ასული. ბავშვობაში ჩაბმული იყო ოჯახის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში. გოგუაძეების ოჯახს სოფელ ჭანჭათში მცირე მიწა ჰქონდა, ამიტომ ოჯახი იჯარით ამუშავებდა თავადების მიწებს ნიგოითში, გრიგოლეთსა და ლეკიანში, თუმცა იჯარით აღებული მიწის დამუშავებიდან ოჯახს […]

იცნობდეთ 14 ლანჩხუთელს, რომლებმაც 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე მოაწერეს ხელი

ლანჩხუთში არის ნოე ჟორდანიას სახელობის სკვერი, რომელიც 1918 წლის ცნობილ მოვლენებთან არის დაკავშირებული. სიმბოლური საფლავიცაა მოწყობილი და დგას ნოე ჟორდანიას ბიუსტიც. ალბათ, ნაკლებად არის ცნობილი, რომ 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტზე 14 ლანჩხუთელის ხელწერაა. ისეთი პატარა მუნიციპალიტეტისთვის, როგორც ლანჩხუთია, ეს უნიკალური მოვლენაა. უფრო მეტიც, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაშიც მრავლად იყვნენ ჩვენი რაიონის მკვიდრნი ამა თუ იმ […]

მერე მის ცხოვრებაში ევგრაფი გამოჩნდა… „მის ანგარიშზე ბურთი ასია, ბომბარდირია ჩვენი ვასია“ _ გავიხსენოთ „გურიას“ ყარაგანდელი ლეგენდა

ლანჩხუთელთა უსაყვარლესი ფეხბურთელი ვასილ ტროიანი 1947 წელს ყარაგანდაში (ყაზახეთის სსრ) დაიბადა. ერთი თვის იყო, როდესაც ოჯახი ქუთაისში გადასახლდა. ფეხბურთში ვარჯიში  11 წლის ასაკში დაიწყო „კოლხიდას“ სტადიონზე, მწვრთნელ მიხეილ ლოსაბერიძის ხელმძღვანელობით. სამხედრო სამსახურში გაწვევამდე ქუთაისის „იმერეთში“ თამაშობდა, რომელსაც ღუტუშა ასათიანი წვრთნიდა. დემობილიზაციის შემდეგ მან თერჯოლის „საპოვნელაში“ მიიწვია. სწორედ ამ გუნდში გამოავლინა ფორვარდისთვის საჭირო საუკეთესო თვისებები. ფაქტობრივად, […]

„წითელ პარასკევს ბებია უჩვეულოდ გვიან ადგებოდა, ამ დღეს არ გააკეთებდა სადილს და არც ერთად ვისადილებდით“ _ ზურა შევარდნაძე

გურული მებაღე, საქართველოში ყველაზე ცნობილი გარდენიას მფლობელი ზურა შევარდნაძე მორიგ ეპიზოდს იხსენებს გურიაში გატარებული ბავშვობიდან: „წითელ პარასკევს ბებია უჩვეულოდ, გვიან ადგებოდა, ვიცოდით ამ დღეს არ ლაპარაკობდა, უბრად იყო. თმებს არ დაიხვევდა, ფუყედ დაიპწნიდა და მხოლოდ ამ დღეს გვინახავს მისი გაშლილი, შევერცხლილი თმა თალხი, გახუნებული ცახოცის ქვეშ. მხოლოდ ამ დღეს არ გააკეთებდა სადილს და არც ერთად […]

„[ლელოში] ისევე დარბიან, როგორც პამპლონაში ხარების დევნისას – მოგიახლოვდება ხარი და უნდა გაიქცე“ _ რას წერს „ქრისჩენ საიენს მონიტორი“

ათიოდ წლის წინ, დასავლეთში დაიბეჭდა სტატია, რომელიც სოფელ შუხუთში შემორჩენილ ქართულ ტრადიციულ თამაშს ეხება. სტატია „ქრისჩენ საიენს მონიტორმა“ დაბეჭდა. ეს არის რეპორტაჟი შუხუთიდან, ლანჩხუთის რაიონის იმ სოფლიდან, სადაც აღდგომა დღეს, ლელო ითამაშეს. „ქრისჩენ საიენს მონიტორის“ კორესპონდენტი პოლ რიმპლი შუხუთში ლელოს თამაშს გატაცებით აღწერს. ის თავიდანვე ერთ ფაქტს ამცნობს მკითხველს: „მსაჯი აქ არ არსებობს, რადგან არ […]

„ჩემს ბავშვობაში, გურიაში სჯეროდათ, რომ დიდ ხუთშაბათს მიწაში ჩაყრილი თესლი ერთი ასად ამოდის და ჩხირიც დაარჭო, განედლდება“ _ ზურა შევარდნაძე

გურული მებაღე, საქართველოში ყველაზე ცნობილი გარდენიას მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს, _ „ჩემს ბავშვობაში, გურიაში სჯეროდათ, რომ დიდ ხუთშაბათს მიწაში ჩაყრილი თესლი ერთი ასად ამოდის და ჩხირიც დაარჭო, განედლდება“. „ამიტომ თესლებს მანამდე დავახარისხებდით და მოვიმარაგებდით, დასარგავსაც ამ დღისთვის შევინახავდით. თავსხმა და დელგმაც რომ ყოფილიყო, უსათუოდ დავთესავით და დავრგავდით. “ჩულქებში” გამოკონილ თესლებს რომ ყრიდა ბებია […]

„ბურთის წართმევა მოინდომა და კისერში  ვუკბინეო… დაგექცა ოჯახიო,  არც ლელო მინდა და არც შენი ბურთიო!“ _ ლელობურთელის დღიური

კვირა, 24 აპრილი კვირადღე ტაძარში წასვლით იწყება, რადგან მგალობელი ვარ და ვესწრები წირვა-ლოცვას. შემდეგ ჩვეულებრივად შევუდგები ყოფით საქმეს, ოჯახის საქმეს, ძირითადად. დაკავებული ვარ მცირე ბიზნესით და შეძლებისდაგვარად ვცდილობ, რაიმე შევმატო ოჯახს, შვილებს… შემდეგ შინ ვბრუნდები. სოფელში ვცხოვრობ, შუხუთში. თუ ამინდი მაძლევს საშუალებას, ეზოში ვფუსფუსებ დედაჩემთან და მეუღლესთან ერთად. ორშაბათი, 25 აპრილი მართლაც მძიმე დღეა! დილიდან […]

ლელო უკვე ყველაფერია: სოფლის გერბია, სიმბოლოა, დღესასწაულია… შუხუთი და ლელო ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია!

წელიწადში ერთხელ, აღდგომის დღესასწაულზე, გურულები ლელობურთს თამაშობენ. ლანჩხუთის რაიონის სოფელი შუხუთი ორად იყოფა – ქვემო და ზემოშუხუთელები ერთმანეთს ძალაში ეჯიბრებიან. ვის მხარესაც ერთფუთიანი (16 კილოგრამი) ბურთი წავა, გამარჯვებულიც ის არის. დღემდე ზუსტად არავინ იცის, ვინ იგებს; არც ის, თუ რამდენი წელია თამაშობენ გურულები ლელობურთს. თუმცა ის, რომ ლელო მათი მთავარი ტრადიცია, დღესასწაული და ცხოვრების წესია, […]

„ლადო, აქ ვინმე უნდა მოკვდეს?“ _ ირლანდიელი ბიჭის შთაბეჭდილებები შუხუთის ლელოზე: ხომ უნდა იგრძნოს მიწამ, რომ ცოცხლები ვართო…

– ლადო, აქ ვინმე უნდა მოკვდეს? – ვუყვიროდი ჩემ გვერდით მდგომ ჩემს ქართველ მეგობარს, თუმცა ვიცოდი, რომ ვერ გავაგონებდი… მაინც გაიგონა – ალბათ, ძალიან სასოწარკვეთილი ხმით ვყვიროდი. – არა, კაცო, ამათ რა მოკლავს! – ლადო რატომღაც იცინოდა, ყვირილით იცინოდა, მე კი გაოგნებული შევცქეროდი ასამდე მებრძოლ გაოფლილ კაცს, ზოგს – წელზემოთ შიშველს, ზოგს – უკვე შემოხეული […]

ლელო ომია იგივე, თამაშად ქცეული… მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიგებს _ მთავარია ბურთი გავარდეს!

ლელო მხოლოდ გურიაში, კონკრეტულად კი ლანჩხუთის სოფელ შუხუთშია შემორჩენილი. მსოფლიომ მრავალი ასეული სახის ბურთაობა იცის, მექსიკელი ტოლტეკებიდან დაწყებული აფრიკელი ბუშმენებით დამთავრებული, ყველა ბურთს თამაშობს, მაგრამ შუხუთის ლელო მაინც განსაკუთრებული მოვლენაა. სოფლის ცენტრში ვარდება ბურთი და ზემოურები და ქვემოურები ეპაექრებიან ერთმანეთს, ანუ სოფელი ორად იყოფა, მთელ ლანჩხუთთან ერთად ჩამოსული სტუმრებიც ერთვებიან _ დასავლეთით მეზობელი ქალაქების წარმომადგენლები […]