თუ სამაშველოს ერთი ხეირიანი ტრანსპორტი და 112-ს ერთი მაღალი გამავლობის სასწრაფო არ ჰყავს… რას ითხოვს ლანჩხუთის საკრებულოს წევრი

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირმა მგელაძე გურიაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე თავის მოსაზრებებს სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს: „სამწუხაროდ, წინა შეცდომებიდან ვერაფერი ისწავლა ვერც ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ვერც „მთავრობამ”, ვერცერთი კრიზისი, ვერც მოულოდნელი და ვერც განჭვრეტადი ვერ მართა შესაბამისად. ფაქტი ჯიუტია! ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდებოდა! ერთი კვირით ადრე ველოდით დიდთოვლობას… ამასობაში რეგიონის და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას […]
“ჩემს ცხოვრებაში ჯოჯოხეთი დაიწყო, ჩემი და ჩემი მეუღლის უსაფრთხოების გამო დავტოვე ქვეყანა” – რას წერს 19 წლის ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი

ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი სანდრო ქინქლაძე ქვეყანას ტოვებს. ამის შესახებ ანტისამთავრობო აქციების 19 წლის მონაწილე სოციალურ ქსელში წერს: „ცოტა გრძლად თუ ცოტა მოკლედ, ჯერ არ ვიცი, როგორ გამომივა ამ ყველაფრის მოყოლა, მაგრამ დავიწყებ _ დავტოვე ქვეყანა ჩემი და ჩემი მეუღლის უსაფრთხოების გამო. სამოქალაქო აქტივისტი ვარ 2017 წლიდან, რაც „ბავშვთა სამყარო“ დაიწვა და ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა […]
ნანა კუკულავა: „მეც მინდა, რომ მერქვას მშობელი! უფლის ნებით და თქვენი ძალისხმევით იმედი მაქვს ჩემს ოცნებებს ფრთები შეესხმება“

„პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ქალბატონ სანდრას და მის გუნდს! ჩემი ცხოვრებაში თქვენი გამოჩენა ახალი ვარსკვლავის ანთების მიზეზი გახდა“ _ ამბობს ნანა კუკულავა. მისი თქმით, ბავშვობაში საყვარელი თამაში დედაშვილობანა იყო: „ეს ხომ ქალის გენეტიკურ კოდში დევს – რომ ის დედა იყოს, იზრუნოს, გაზარდოს, აღზარდოს და გზაზე დააყენოს. პროფესიით ფილოლოგი ვარ. ისე მოხდა, რომ სკოლაში არა, მაგრამ […]
„უცებ ხომ არ მოუთოვია 2 მეტრი? ჯერ იყო 30 სმ, მერე – 50 სმ. 30 სმ-ზე გზის გაწმენდა ხომ უფრო იოლია? […] ტექნიკაა საჭირო, მეწყერს „ლაფატკებით“ ვერ მოუვლი“

„არაფერი გაკვეთილი არ გამოგვიტანია არც ვერის ხეობის, არც შოვის, არც ნერგეეთის ტრაგედიებიდან, არც წყალდიდობიდან, რომელიც 2023 წელს მოხდა გურიაში და ადამიანები დაგვეღუპნენ. სახელმწიფო ცხოვრობს სტიქიიდან სტიქიამდე. სტიქიის დროს ვიწყებთ „ფაფხურს“. უცებ ვიწყებთ რაღაცის კეთებას, იმის მაგივრად, რომ წინასწარ მოვემზადოთ“, – ამბობს „მთის ამბებთან“ საუბარში გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და ორგანიზაციის „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები“ […]
სტიქია, მოხალისეები, სახელმწიფო და ხალხი – წინასწარ გამოცხადებული დიდთოვლობის ქრონიკა

„21 თებერვალს, პარასკევს, 18:45 წუთზე საქართველოს მოსახლეობამ მობილურ ტელეფონებზე მიიღო ტექსტური შეტყობინება: „23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება”. 112 ადრესატებს სიფრთხილისკენ მოუწოდებდა“ _ „რადიო თავისუფლებამ“ ქრონოლოგიურად ჩამოწერა, როგორი იყო რეაგირება წინასწარ გამოცხადებულ დიდთოვლობაზე: 24 თებერვალს გამოჩნდა პირველი ცნობები გარესამყაროს მოწყვეტილი ათობით სოფლის შესახებ; დახმარებას ითხოვდნენ დიდთოვლობაში ჩარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოხუცები, ქალები და ბავშვები, […]
„ვიცი, რომ არ იცით, თორემ ასე ხომ არ მიაგდებდით საკუთარი წარმოშობის ადგილს?“ _ ჭანჭათელები თანასოფლელ მინისტრს მიმართავენ

გურიაში დიდთოვლობამ დიდი პრობლემები შექმნა. ერთ-ერთი თემი, სადაც რთული მდგომარეობაა, აკეთია. მასში შემავალ სოფელ ჭანჭათიდან განათლების მინისტრ ალექსანდრე წულაძეს მიმართავენ: „ბატონო მინისტრო, ალბათ არ იცით, რომ ჩვენი სოფლის მკვიდრი, არაჩვეულებრივი პედაგოგი გარდაიცვალა, რომელიც სტიქიის გამო, ხელით, ენით აუწერელი სირთულით გადმოასვენეს სხვა სოფლიდან – ჭანჭათში. ხოლო ჭირისუფლები დღემდე ვერ ახერხებენ მოსვლას. რადგან გზები ჯერ კიდევ არ […]
„სოფელ ჭანჭათში ყველასათვის საყვარელი პედაგოგი გარდაიცვალა და დედა, და და შვილი ვერ ახერხებენ მის დატირებას“ [განახლებული]

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭანჭათში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოციალურ ქსელში არაერთი ადგილობრივის თხოვნა გავრცელდა და მოხალისეებისგან და ხელისუფლებისგან დახმარებას ამ დრომდე ელოდებიან. “გურია თუდეის” დაუკავშირდნენ სოფელ ჭანჭათიდან და უთხრეს, რომ ბარამიძეების ოჯახი ვერ ახერხებს მიცვალებულის დაკრძალვას. “ურთულესი მდგომარეობაა, 2 მეტრი თოვლია. გზა არ არის, გადაადგილება შეუძლებელია. მიცვალებული ხომ უნდა დაკრძალონ? ტელეფონითაც ხშირად ვერ გვირეკავენ, უფრთხილდებიან, […]
„ვერც ფეხით გადაადგილდებიან, ვერც მიცვალებულს კრძალავენ“ _ მოხალისე ნინოშვილში გარდაცვლილი 106 წლის ქალის ოჯახზე წუხს

გურიაში დიდთოვლობამ სერიოზული პრობლემები შექმნა. შექმნილ ვითარებას აქტიურად აშუქებს „რადიო თავისუფლება“. გამოცემა ამჯერად მოტოსპორტსმენ გიორგი გახელაძეზე წერს, რომელიც მეგობრებთან ერთად, სპეციალური აღჭურვილობითა და ოთხი თოვლმავლით, თბილისიდან გურიაში 25 თებერვალს, ღამით ჩავიდა. გიორგი გამოცემასთან ყვება, რომ ხუთი საათი დასჭირდათ იმისთვის, რომ სოფელ ნინოშვილიდან მონასტერში ჩარჩენილი ბერი გამოეყვანათ და ამავე სოფელში, კიდევ ერთი ოჯახისთვის საკვები და მედიკამენტები მიეწოდებინათ. ამბობს, […]
„გურიაში სიტუაცია უკვე ძალიან მძიმეა, მაგრამ არსებობს საფრთხეები, კიდევ უფრო დაამძიმდეს” – რომელ სოფლებშია საშიში გეოლოგიური პროცესების გააქტიურება

გურიასთან დაკავშირებით საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს „მწვანე ალტერნატივას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო გუჯარაიძე. „გურიაში სიტუაცია უკვე ძალიან მძიმეა, მაგრამ არსებობს საფრთხეები, რომელმაც შესაძლოა კიდევ უფრო დაამძიმოს და რისკის ქვეშ დააყენოს ადამიანების ყოფა – ეს არის უხვი ნალექის ფონზე საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარების საფრთხე“ _ წერს გუჯარაიძე. მისივე თქმით, _ გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ამზადებს საინფორმაციო ბიულეტენს ქვეყანაში […]
„ხუთი დღე ჰპირდებოდნენ, ტრაქტორი მოვაო, თოვლმავალზე შემოვისვით მამაო და ისე წამოვიყვანეთ“ – რას ჰყვება მოხალისე

გურიაში დიდთოვლობამ სერიოზული პრობლემები შექმნა. შექმნილ ვითარებას აქტიურად აშუქებს „რადიო თავისუფლება“. გამოცემა ამჯერად მოტოსპორტსმენ გიორგი გახელაძეზე წერს, რომელიც მეგობრებთან ერთად, სპეციალური აღჭურვილობითა და ოთხი თოვლმავლით, თბილისიდან გურიაში 25 თებერვალს, ღამით ჩავიდა. გიორგი ყვება, რომ ხუთი საათი დასჭირდათ იმისთვის, რომ სოფელ ნინოშვილიდან მონასტერში ჩარჩენილი ბერი გამოეყვანათ და ამავე სოფელში, კიდევ ერთი ოჯახისთვის საკვები და მედიკამენტები მიეწოდებინათ. […]