„ლადო კვაჭაძის პროფესიული საქმიანობა გამოირჩევა მაღალი ხარისხის პრაქტიკული და აკადემიური შედეგებით“ _ ქართული გადაუდებელი მედიცინის ჟურნალი

ლანჩხუთელი ლადო კვაჭაძე ქართული გადაუდებელი მედიცინის ჟურნალის რედაქტორია. მის შესახებ ზემოაღნიშნული ონლაინ-გამოცემა წერს: ლადო კვაჭაძე არის კარდიოლოგიის მიმართულებით გამოცდილი ექიმი და პედაგოგი, რომლის პროფესიული საქმიანობა მოიცავს როგორც კლინიკურ პრაქტიკას, ასევე სამეცნიერო და აკადემიურ მუშაობას. მას აქვს საერთაშორისო გამოცდილება, მიღებული გერმანიისა და პოლონეთის წამყვან გულის ცენტრებსა და ჰოსპიტალებში სასწავლო-პრაქტიკული კურსების ფარგლებში. ის მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა […]
ნინო წილოსანი: „ეკლესიის მაშენებელი ოჯახი მყავს, ორი ეკლესია ააშენა მამაჩემმა, გურიაში ადამიანი არ მოიძებნება, ვინც იტყვის, რომ ჩემი ოჯახი გვერდით არ დაუდგა“

ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რომ „აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულებზე ნამდვილად არ ღირდა ნანა დიხამინჯიასთვის მეპასუხა, თუმცა დღეს უკვე აუცილებლად გამოვეხმაურები მის პოსტს და დავეხმარები გარკვევაში“. „როცა კითხვას სვამს, თუ რა გააკეთა ჩემმა ოჯახმა, თავის „ბაბლში“ ნამდვილად ვერ მოუყვებიან, რომ ეკლესიის მაშენებელი ოჯახი მყავს. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ უფლის შეწევნით, ორი ეკლესია ააშენა […]
ეს არის არა მხოლოდ სანახაობა, არამედ საოცარი თავგადასავალი და ცოცხალი ისტორიაა… ლელობურთი _ გურული ემოცია, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ!

„ლელოს ფანებო, არ გამოგრჩეთ შუხუთში გამართული ლელოს დღესასწაული! წელსაც გურიაში, კერძოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში, ისტორია ცოცხლდება და ლელობურთი ისევ იმართება. თუ გსურთ მხიარული, ემოციური და ტრადიციებით სავსე დღესასწაული, ეს ნამდვილად თქვენი შანსია! გურიაში გატანილი ლელო უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ თამაში – მოემზადეთ დაუვიწყარი დღესასწაულისთვის, მიიღეთ მონაწილეობა და ისიამოვნეთ გურული ექსტრემით! ლელოს დღესასწაულს ჯადოსნური ძალა […]
„მანქანა გააჩერა და ეზოში შედიოდა, როცა ავტობუსი დაეჯახა…“ _ ნიგვზიანში ავტოსაგზაო შემთხვევამ 28 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა

ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის თორნიკე სურმანიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ორი დღის წინ, ღამის საათებში მოხდა. ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს [https://shorturl.at/7X9ZI] გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ავტობუსი ახალგაზრდას მაშინ დაეჯახა, როდესაც ის სახლში ბრუნდებოდა. „მანქანა გააჩერა და ეზოში შედიოდა. ავტობუსი დაეჯახა და მიატოვა“, _ უთხრა გამოცემას გარდაცვლილის თანასოფლელმა. მისივე თქმით, […]
„ლანჩხუთი უნდა იცნობდეს ჩვენი ქალაქის ნიჭიერ შემოქმედსა და წარმატებულ მთარგმნელს…“ _ ვისზე წერს ირმა მგელაძე

ლანჩხუთელი ნათია ორმოცაძის თარგმანი ლუდმილა ულიცკაიას „დანიელ შტაინი, თარჯიმანი“ წარდგენილი იყო თბილისის წიგნის ფესტივალზე. ბევრისთვის უცნობი ნიჭიერი მთარგმნელის შესახებ სოციალურ ქსელში საკრებულოს წევრი ირმა მგელაძე წერს: „ჩვენი პატარა ქალაქის საამაყო შემოქმედმა, შესანიშნავი ოჯახის შვილმა, ნიჭიერმა ნათია ორმოცაძემ ლანჩხუთში დაამთავრა მეორე საშუალო სკოლა, სწავლა გააგრძელა სულხან-საბას სახელობის ინსტიტუტში. შემდეგ დაამთავრა სასულიერო აკადემია, არის ერთ-ერთი საუკეთესო მთარგმნელი […]
“რა ამბავი აუტეხავთ… კი, ძალიან უწყინარია 5000 ლარიანი ჯარიმა იმ მავნებლობასთან შედარებით [რასაც აკეთებენ]” – ნინო წილოსანი

ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარი ნინო წილოსანი ეხმაურება სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს, რომელიც მის გუშინდელ ფეისბუქ-პოსტს მოჰყვა. “რა ამბავი აუტეხავთ… კი, ძალიან უწყინარია 5000 ლარიანი ჯარიმა იმ მავნებლობასთან შედარებით, რასაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ აკეთებს აგენტურა, მით უმეტეს როცა ამ 5000 ლარსაც პატრონები უხდიან!“ – წერს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი. გუშინდელ პოსტში წილოსანმა ანტისამთავრობო აქციაზე დაკავებული ონისე ცხადაძის […]
თბილისის დროით… მშობლიურ ლესის სკოლაში არსებული კლუბ „ფრანის“ წევრებმა მაგდა ჩხარტიშვილს ლამაზი შეხვედრა მოუწყვეს

ლესის საჯარო სკოლა, რომელიც ჩვენი გმირი ბიჭის, გიორგი ლომაძის სახელს ატარებს, არაერთმა კურსდამთავრებულმა ასახელა. მათგან ერთ-ერთი გამორჩეულია პროფესიით ექიმი, მაგრამ ამავე დროს პოეტი და შემოქმედი _ მაგდა ჩხარტიშვილი. მისი ჩანახატები უცხო არაა „გურია თუდეის“ მკითხველებისთვის. მაგდა უკვე ორი წიგნის ავტორია: ,,ონლაინ ბედნიერება“ და ,,თბილისის დროით“, რომელიც ახლახან დაიბეჭდა. ლექსებს ბავშვობიდან წერს. პირველი კრებულის გამოსვლისთანავე მოიპოვა […]
„ახალდაოჯახებულები იყვნენ, ეს საშინელი ავარია რომ მოხდა…“ _ 18 წლის ლანჩხუთელი გოგონას დაღუპვიდან 6 თვეში მისი მეუღლეც გარდაიცვალა

„გურია თუდეი“ წერდა, რომ ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ავტოვარიამ 18 წლის ულამაზესი ლანჩხუთელი გოგონას, ანანო ხურციძის სიცოცხლე შეიწირა. შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა მისი მეუღლე _ 22 წლის ანდრია ბაუჟაძე, რომელიც 6 თვე კლინიკაში უშედეგოდ ებრძოდა სიკვდილს. სამწუხაროდ, ექიმების ბევრი მცდელობის მიუხედავად, ახალგაზრდის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. რამდენიმე თვიანი ბრძოლის შემდეგ, 4 აპრილს ანდრია კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ambebi.ge წერს. […]
„კარგად დადგმულ ცირკს ჰგავს [სოფლის კრებები], ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი“ _ რა გაკეთდება ლანჩხუთში ე.წ. „სოფლის პროგრამით“

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტიდან, განკუთვნილი თანხა, წინა წლების მსგავსად, წელსაც 748 ათასი ლარითაა განსაზღვრული. ვინაიდან პროგრამა მოქალაქეთა თანამონაწილეობის მექანიზმებს მოიაზრებს, სოფლის საერთო კრებაზე, კენჭისყრით უნდა გადაწყდეს, თუ რისი გაკეთებაა სოფელში პრიორიტეტი. პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები და კრებები ლანჩხუთის სოფლებში თებერვალში გაიმართა და ის პრიორიტეტებიც გამოიკვეთა, რომელთა გახორციელებასაც უნდა მოხმარდეს ზემოთ ნახსენები თანხები. აღნიშნულ თემაზე, სოფლების მიხედვით, […]
ლანჩხუთში ნოე ჟორდანიას სახელობის მესამე საერთაშორისო ტურნირი დაიწყო, რომელშიც 270-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს

დღეს, ლანჩხუთში სტარტი აიღო საქართველოს მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას სახელობის მესამე საერთაშორისო ტურნირმა, რომელიც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის კალენდარშია გათვალისწინებული. მასში 270-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველოს საუკეთესო რეიტინგის მქონე მოჭადრაკეების გარდა ლანჩხუთში, ტრადიციულად, იმყოფებიან სპორსტმენები უცხოეთიდან. შეჯიბრში 270-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს ფულად ჯილდოებს ყველა ასაკობრივი ჯგუფის პრიზიორები და უფროს ასაკში გამარჯვებულები მიიღებენ და ამას შეჯიბრის ორგანიზატორი ლანჩხუთის […]