მერე მის ცხოვრებაში ევგრაფი გამოჩნდა… „მის ანგარიშზე ბურთი ასია, ბომბარდირია ჩვენი ვასია“ _ გავიხსენოთ „გურიას“ ყარაგანდელი ლეგენდა

ლანჩხუთელთა უსაყვარლესი ფეხბურთელი ვასილ ტროიანი 1947 წელს ყარაგანდაში (ყაზახეთის სსრ) დაიბადა. ერთი თვის იყო, როდესაც ოჯახი ქუთაისში გადასახლდა. ფეხბურთში ვარჯიში 11 წლის ასაკში დაიწყო „კოლხიდას“ სტადიონზე, მწვრთნელ მიხეილ ლოსაბერიძის ხელმძღვანელობით. სამხედრო სამსახურში გაწვევამდე ქუთაისის „იმერეთში“ თამაშობდა, რომელსაც ღუტუშა ასათიანი წვრთნიდა. დემობილიზაციის შემდეგ მან თერჯოლის „საპოვნელაში“ მიიწვია. სწორედ ამ გუნდში გამოავლინა ფორვარდისთვის საჭირო საუკეთესო თვისებები. ფაქტობრივად, […]
გურიის 16 გუბერნატორიდან „ოცნების“ 5 გიორგი… მიხეილ ჭკუასელიდან გიორგი ღურჯუმელიძემდე, რომელმაც გიორგობა დღეს გიორგი ურუშაძე შეცვალა

დღეს გურიას რიგით მე-16 გუბერნატორი დაუნიშნეს _ გიორგი ღურჯუმელიძემ გიორგი ურუშაძე გიორგობა დღეს შეცვალა. სხვათა შორის, „ქართულ ოცნების“ 7 გუბერნატორიდან 5-ის სახელი გიორგია. ყველაზე ცოტა _ სამი გუბერნატორი ჰყავდა ედუარდ შევარდნაძეს, რომლის დროსაც შემოიღეს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი. რეგიონის პირველი თავკაცი 25 წლის მიხეილ ჭკუასელი გახლდათ, რომელიც სხვათა შორის, 23 წლის ასაკში „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი […]
ნინო წილოსანი და ნათია თურნავა… აშშ-ის „MEGOBARI აქტის“ შედეგად დასანქცირებული ქართველების სიაში ორი ლანჩხუთელი მოხვდა

ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო წილოსანი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარისა და „MEGOBARI აქტის“ ავტორის, კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ X-ზე გამოქვეყნებული დასანქცირებული ქართველების სიაშია კიდევ ერთ ლანჩხუთური ფესვების მქონე გავლენიან მაღალჩინოსანთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან ერთად. „MEGOBARI აქტი“ მიღებულ იქნა წარმომადგენელთა პალატაში და ამერიკის მოძულე ივანიშვილის მაფიოზური ხროვა გაფრთხილებულ უნდა იქნას! მხარი […]
„გურიამ“ ბოლო 4 შეხვედრაში კარი „მშრალად“ შეინახა, 10 ქულა დააგროვა და მინიმუმ ერთი დღით, მესამე ადგილზე გადავიდა
დღეს „გურიამ“ საკუთარ მოედანზე წყალტუბოს „სამგურალი-2“ თამაზ შალიკაშვილის მიერ 68-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა და 6 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხილში მესამე ადგილამდე აინაცვლა. მართალია, ტურის რამდენიმე შეხვედრა ხვალ გაიმართება, მაგრამ გადასწრების შანსი მხოლოდ „ალგეთსა“ და „სქურს“ აქვს, თუ თავიანთ შეხვედრებს მოიგებენ. ლანჩხუთელები კი ზედიზედ მეოთხე შეხვედრაა კარს „მშრალად“ ინახავენ, სულ კი სეზონის დაწყებიდან […]
გურიის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს _ რა ვიცით გიორგი ღურჯუმელიძის შესახებ, რომელმაც გიორგი ურუშაძე შეცვალა

გურიის მხარის რწმუნებულად ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე დაინიშნა. მან ამ პოსტზე გიორგი ურუშაძე შეცვალა, რომელიც გუბერნატორის პოზიციას 2021 წლიდან იკავებდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ გურიის გარდა კიდევ ოთხ რეგიონში წარადგინა ახალი რწმუნებულები: “პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა – ალექსანდრე ზაგაშვილმა, შიდა ქართლში – სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში –ზაალ გელაშვილმა, გურიაში – გიორგი ღურჯუმელიძემ, ხოლო ქვემო ქართლში – ლევან ხარაბაძემ დაიკავეს. ახლად დანიშნულ სახელმწიფო […]
ცული რას მიზამდაო… „ლანჩხუთს“ ლანჩხუთელმა გაუტანა და არ აღნიშნა _ ციცებისა და ძღაბების ზავი გვიმბალაურში

დღეს, გვიმბალაურმა ქალთა საფეხბურთი ჩემპიონატის მერვე ტურის ცენტრალურ მატჩს უმასპინძლა _ მოქმედმა ჩემპიონებმა და ცხრილის სათავეში მყოფმა გურულებმა „სამეგრელოს“ უმასპინძლეს, რომელსაც 2 ქულით ნაკლები ჰქონდა. აქამდე ორივე გუნდს 6-6-ჯერ მოეგოთ, ქულებიც ორივემ „ნიკე-ლუსოსთან“ დაკარგა, ოღონდ მეგრელებმა შინ 0:2 წააგეს, ხოლო „ლანჩხუთი“ ფრედ ეთამაშა დედაქალაქელებს, მატჩს ინტრიგას ისიც მატებდა, რომ „სამეგრელოს“ რიგებში არაერთი ფეხბურთელია, ვინც გასულ […]
ლანჩხუთში, მთავარ მაგისტრალზე, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა [ფოტოები]

დღეს, დილით ავარია მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი, დისტრიბუციის მანქანა და ტრაილერი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას „გურია TV“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ავარიის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავარია ჯურუყვეთში | ჯაბა ტუღუშის ფოტოები
„ლადო კვაჭაძის პროფესიული საქმიანობა გამოირჩევა მაღალი ხარისხის პრაქტიკული და აკადემიური შედეგებით“ _ ქართული გადაუდებელი მედიცინის ჟურნალი

ლანჩხუთელი ლადო კვაჭაძე ქართული გადაუდებელი მედიცინის ჟურნალის რედაქტორია. მის შესახებ ზემოაღნიშნული ონლაინ-გამოცემა წერს: ლადო კვაჭაძე არის კარდიოლოგიის მიმართულებით გამოცდილი ექიმი და პედაგოგი, რომლის პროფესიული საქმიანობა მოიცავს როგორც კლინიკურ პრაქტიკას, ასევე სამეცნიერო და აკადემიურ მუშაობას. მას აქვს საერთაშორისო გამოცდილება, მიღებული გერმანიისა და პოლონეთის წამყვან გულის ცენტრებსა და ჰოსპიტალებში სასწავლო-პრაქტიკული კურსების ფარგლებში. ის მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა […]
ლანჩხუთელი ფალავნების მონაგარი _ ნიკა ცეცხლაძე და თაზო აბაშიძე ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, გიორგი მახარაძე მესამეზე გავიდა!

ლანჩხუთელი მოჭიდავეები, ნიკა ცეცხლაძე და თაზო აბაშიძე 20-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. 17 წლის ნიკამ, 55 კგ. წ/კ-ში, ფინალური მატჩი აჭარის წარმომადგენელ გიორგი კოჩალიძესთან დათმო. ის მესამედ დაეუფლა ვიცე-ჩემპიონის ტიტულს, ასევე საქართველოს ჩემპიონია 17-წლამდელთა შორის. 18 წლის თაზოს 77 კგ. წ/კ-ში, გადამწყვეტი შეხვედრა თბილისელ გიორგი ალადაშვილთან ჰქონდა. ის მეორედ გახდა საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, ასევე სამჯერ […]
„ის სუნი _ ძველი დარბაზის, გრძელი ოდნავ ჩაბნელებული ჰოლის, ბებოს კაბინეტის, ძველი წიგნების _ დღემდე თავში მაქვს…“ _ თამთა ჩხაიძე

ლანჩხუთის „გურიას“ ყოფილი პიარი თამთა ჩხაიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ადრე ცენტრალური ბიბლიოთეკა, ახლა რომ ახალი მუსიკალური სკოლაა, იქ იყო. ბებო მრავალი წლის განმავლობაში იყო ბიბლიოთეკის დირექტორი. დედაც ბიბლიოთეკარი გახლდათ. ერთად მუშაობდნენ. დილით გამოივლიდა ბებო, მე სკოლისკენ, ბებო და დედა „ჩაპადრუჩკებული“ _ ბიბლიოთეკისკენ. დღემდე ის შენობა ბებიაჩემის საკუთრება მგონია.. ჩემი ბავშვობის […]