ლანჩხუთელი ფალავნების წარმატება _ ოთარ ჯანელიძე ვიცე-ჩემპიონი გახდა, გიორგი მახარაძე ბრინჯაოს დაეუფლა!

ლანჩხუთელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 63 კგ. წონით კატეგორიაში ოთარ ჯანელიძე საქართველოს ჩემპიონატის ფინალში რუსთაველ ბექა გურულთან დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. მესამე ადგილი ოზურგეთელმა გიორგი ბერიძემ მოიპოვა. კიდევ ერთმა ლანჩხუთელმა ფალავანმა, გიორგი მახარაძემ 82 კგ. წონით კატეგორიაში, მესამე ადგილისათვის შეხვედრაში ოზურგეთელ საბა მამალაძეს აჯობა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. გიორგიმ საკმაოდ რთული შეხვედრის შემოტრიალება შეძლო, თავიდან […]

„შენ რას მომჩერებიხარ, მიდი ახლა, დროზე დოურეკე მაგ შენ ციალას, თუ ქალი ხარ!“

გურული მიკროავტობუსით მგზავრობს და თან მობილურზე ლაპარაკობს: – წარმოგიდგენია, ციალა, შევდივარ ჩვენს საძინებელში და რას ხედავს აი ჩემი დასაფსები თვალები?! ჩემი კაზახი მეზობლის გოგოსთან ჩემსავე საწოლში არ ფართხალებს?! ჰოდა, ჩუმად, ფეხის წვერებზე უკან გამოვდივარ, სამზარეულოში გავდივარ, ვიღებ… ვაიმე, ციალა, ცა, ჩემი გაჩერებაა! 6-ზე სამსახურიდან რომ გამუალ, დანარჩენს მაშინ მოგიყობი… საღამოს 6-ზე, იგივე ქალი იმავე მარშრუტის […]

ლანჩხუთელი ოთარ ჯანელიძე ფინალშია, იგივეს დღეს გიორგი შოთაძე და თამაზ აბაშიძე ეცდებიან…

ლანჩხუთელი ფალავანი, ოთარ ჯანელიძე საქართველოს ჩემპიონობისთვის დღეს იბრძოლებს. მისი მეტოქე რუსთაველი ბექა გურულია. ოთარი ქვეყნის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორია. ფინალური მატჩი ბათუმის სპორტის სასახლეში საღამოს 6 საათზე დაიწყება. მანამდე კი ფინალში გასვლას კიდევ ორი ლანჩხუთელი შეეცდება _ მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი სხვადასხვა ასაკში გიორგი შოთაძე, რომელიც ხობელ ჯონი ხეცურიანს ხვდება. ფინალში კი მისი სავარაუდო მეტოქე აჭარის წარმომადგენელი იქნება _ დიეგო ჩხიკვაძესა და ლერი აბულაძეს შორის გამარჯვებული. […]

„ჩვენი გუნდი დიდი სიამაყით აცხადებს, რომ ანა გობრონიძე შემოგვიერთდა!“ _ სად გადავიდა „ლანჩხუთის“ ფეხბურთელი

„ლანჩხუთის“ ფეხბურთელი ანი გობრონიძე კარიერას ჩხოროწყუს „სამეგრელოში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას მეგრული კლუბი ავრცელებს: „ჩვენი გუნდი დიდი სიამაყით აცხადებს, რომ ნიჭიერი და პერსპექტიული შემტევი ნახევარმცველი ანა გობრონიძე ოფიციალურად შემოგვიერთდა! ანა ჩვენს გუნდს შემოუერთდა ქსკ „ლანჩხუთიდან“. მას მრავალფეროვანი საფეხბურთო გამოცდილება აქვს, იყო საქართველოს 16, 17 და 19-წლამდელთა ასაკობრივი ნაკრების წევრი. მისი მოედნის ხედვა, ტექნიკური უნარები და […]

„უთენია, თბილისი-მახარაძის მატარებელი რომ ჩამოდგება, კი ვჩივით სულ ბაღნები იქნება მეიყვანა მატარებელმაო, მარა…“

„საკალანდოდ გიგზავნით შვილო, ღორის ხორცია კაი გაყოლა, 5 წველა ყველი, ნადუღი, ხაჭაპურია კეცის, ჭადის ქფილი, ჯანჯუხე, ინდოური კია გოჭისხელა, დედალი, კვატიე, ხურმა, ხაპი, თხილიც კია პაწე. ადესაა მაქანე კიდო და ოტკაც ჩავდე“ ლანჩხუთელი ჟურნალისტი, “ლეიბორისტული” პარტიის პრესშეფი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელსაც გურული მაინც უემოციოდ ვერ წაიკითხავს. მასში ზედმიწევნითაა აღწერილი თბილისში მცხოვრები გურულებისთვის […]

…და ახლა, წლების მერე ვიპოვე, გულში გადამალული მაცხოვარი, შობის ღამეს რომ ყველას გულში იბადება! _ მაგდა ჩხარტიშვილი

„ბუხარში ნაკვერჩხალი წვერწატეხილი მოკლე ბარის პირით ჩატეხა, კუთხეში ავარვარებულ „კელამიდებზე“ ტყიდან მოტანილი შკერის ფოთლები დააფინა…“ გურიაში,სადაც ყველაზე მეტად ჭარბობდა ათეისტური ხასიათის აზროვნება, დანგრეული ეკლესიების რაოდენობა და „უეკლესიოდ“ ცხოვრება, ყველაზე დიდი პატივით ქრისტეშობა აღინიშნებოდა (დღესაც ასეა)… … ბუხარში წიფლის შეშის ნაკვერჩხალი წვერწატეხილი მოკლე ბარის პირით ჩატეხა, კუთხეში ალისფრად ავარვარებულ თიხის კეცებზე („კელამიდებზე“) ტყიდან მოტანილი შკერის ფოთლები […]

საბერიოში ჯერაც დგას ფერფლად ქცეული სახლის კედლები… გვრცხვენია, რომ ცოცხლები ვართ, რომ ვერ მოგეშველეთ!

არ ვიცი, ვის ეძინა ამ საწოლზე, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ვიდეოში მხვდება, გული მეკუმშება – თუ ბავშვებიდან რომელიმეს ეძინა, იმედია, გაღვიძება ვერ მოასწრო… უსაშინლესი დეტალია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ სანამ ჩვენ ოჯახებში და სამეზობლოში, სამეგობროში თუ რუსთაველზე ერთმანეთს შობას ვულოცავთ, საბერიოში ჯერაც დგას ფერფლად ქცეული სახლის კედლები, ხოლო ხუთი ბავშვის ცხედრისგან დარჩენილი ნაწილები ერთ სასახლეშია […]

ლანჩხუთში ალილო გაიმართა, შეგროვილ ნობათს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადასცემენ

ლანჩხუთში, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული ალილო ჩატარდა. მონაწილეებმა მსვლელობა აგარაკის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყეს. შეგროვილი ნობათი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადაეცემა. შობის დღესასწაული მეალილოეებს მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილეებთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად მიულოცა. „ყველას ვულოცავ ქრისტეშობას. ურთიერთპატივისცემას, სიყვარულს, მშვიდობას, სიხარულს, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ. მრავალს დაესწარით!“ – აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.

„მამათისთვის დამახასიათებელი დილა გათენდა, ჭიშკრის ხმა გავიგეთ, მე და ბებიამ ფრთხილად გავწიეთ ფარდა და…“

„მეისპე, მურმანა, სად მაქვს ღვეზელი, ვერ დეეტიე ამ დილა სახლში?“ უშუქობაა, ბებიას თხოვნით მამათში ვარ საშობაოდ.  გურული ღვეძლების ცხობა მე მომანდო, მომიმარაგა საჭირო იგრედიენტებით, ყველაფერი რაც შეიძლება, ბევრი და ბარაქიანი. მოგეხსენებათ, მეგრელების თავმომწონეობა (ბებიაჩემი მეგრელი გახლდათ, ძაძამიას ქალი). შევუდექით მზადებას, ბავშვები ტახტზე ჩამწკრივდნენ, ღვეზლების მოლოდინით კისერწაგრძელებულები, ორი ძმიშვილი და ერთი ჩემი გახლდათ. ლამფა როგორც შეეძლო, […]

„მივირთმევდი ამ ღვეზელს, გავყურებდი აკაციის წვერზე დამჯდარ მთვარეს და იმაზე ვფიქრობდი, ვისაც ეს ღვეზელი გამოვუცხვე“

გურულ ჟურნალისტს თამთა დოლიძეს წერასა და კულინარიაში რომ არაფერი ეშლება, ამაში ქვემოთ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, ხოლო ვინც მას პირადად არ იცნობთ, გეტყვით, რომ კიდევ უფრო მაგარი ადამიანია, ლამაზი, პატრიოტი და სამართლიანი ოჯახის დიასახლისი და უსაყვარლესი ბიჭების დედა. ჩვენი კოლეგა თავის ტრადიციულ საშობაო რეცეპტს გვიზიარებს, ვისაც წელს განსაკუთრებული ღვეზლის გამოცხობა გვსურს: “თუ საშობაო ღვეზელის გამოცხობას გადაწყვეტ, […]