ლანჩხუთის ქალთა გუნდმა სეზონის გახსნის მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო და 4 გოლი გაიტანა, თანაც საკუთარი კარი „მშრალად“ შეინახა. სამი გოლი დებიუტანტებმა გაიტანეს. ლანჩხუთელთა თავკავმა, გიორგი ჩხაიძემ 7 ახალწვეული ათამაშა, აქედან 6 _ საწყისი წუთებიდან.
ციცებმა 4:0 სოხუმის „დინამო“ დაამარცხეს _ ლიზი მწყერაშვილის, ნინო ბუხრიკიძისა დანინო პასიკაშვილის სადებიუტო, ასევე გაბრიელა კამარგოს გოლებით.
მატჩის დაწყებამდე „ლანჩხუთისა“ და „დინამოს“ კაპიტნებმა, ნინი ჩხარტიშვილმა და მარიამ გოგოლაძემ, საქართველოს ჰიმნის ფონზე, ალამი აღმართეს.

ქალთა ლიგა | სატურნირო მდგომარეობა I ტურის შემდეგ
შემდეგ შეხვედრას „ლანჩხუთი“ მთავარ კონკურენტ „ლუსოსთან“ გამართავს _ 13 მარტს ჩემპიონს თბილისში ესტუმრება.
08.03.2026 | ლანჩხუთი, გვიმბალაურის საფეხბურთო აკადემია | ლანჩხუთი 4:0 დინამო (სოხუმი)
1:0 მწყერაშვილი (4), 2:0 კამარგო (31), 3:0 ბუხრიკიძე (65, 4:0 პასიკაშვილი (90+1)
ლანჩხუთი: გაბელაია, დანელია, მატვეევა (73. პერეირა), სულაშვილი (52. გუჯაბიძე), კამარგო, რასელი, მწყერაშვილი (73. სიჭინავა), ბუხრიკიძე, ჩხარტიშვილი (65. წულაია), პასიკაშვილი, ნარსია (65. მურილო)


