დღეს, ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო მატარებელი სადგურ რიონთან გაფუჭდა და თითქმის ერთი საათი გაჩერებული იყო

|

Loading

მგზავრების ინფორმაციით, ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სადგურ რიონთან გაჩერდა. მათი თქმით, თითქმის ერთი საათი ელოდებოდნენ მატარებლის დაძვრას. ინფორმაციას www.batumelebi.ge ავრცელებს.

„გაფუჭებულ მატარებელს სხვა ელმავალი ჩააბეს და ასე გაიყვანეს“ – უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა მგზავრმა. „საქართველო რკინიგზას“ ამ დრომდე განცხადება არ გაუვრცელებია.

ცნობისთვის: 25 აპრილს, გომი-აგარას მონაკვეთზე, ოზურგეთი-თბილისის მატარებელს ხანძარი გაუჩნდა, ერთი ვაგონი დაიწვა და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. 20 მაისს კი, ლანჩხუთის რკინიგზის სადგურში, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისი-ბათუმის საგზავრო მატარებლის გაჩერება ვაგონებს შორის გადაბმაში გაჩენილი ხანძრის გამო მოხდა, რაც „საქართველოს რკინიგზაში“ უარყვეს და აღნიშნეს, რომ მხოლოდ მცირე ტექნიკური პრობლემა იყო. მოქალაქეები თვლიან, რომ სამგზავრო მატარებლები ძველია, მწყობრიდან გამოსულია და შეცვლა სჭირდება.

რას ჩივი?