ლანჩხუთელი შოთა გვარჯალაძე საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებს კვიპროსზე ახლავს

|

Loading

შოთა გვარჯალაძე 17-წლამდელთა ნაკრების წევრია

ლანჩხუთელი შოთა გვარჯალაძე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებთან ერთად კვიპროსზე იმყოფება, სადაც მასპინძელი ქვეყნის ასაკობრივ გუნდთან 11 და 13 თებერვალს 2 ამხანაგური მატჩია დაგეგმილი.

შოთა ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ამჟამად ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფოთის „კოლხეთის“ მოთამაშეა. გასულ წელს მან მონაწილეობა მიიღო 17-წლამდელთა ნაკრების საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრებში.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, #6 შოთა გვარჯალაძე

საქართველოს ასაკობრივი ნაკრები, მარტში, 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეორე რაუნდის B ლიგაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც 2008 წელს და შემდეგომ წლებში დაბადებულთა გუნდი – ლიეტუვას და ყაზახეთს შეხვდება. რეიტინგული შინაარსის მქონე ტურნირს ყაზახეთი უმასპინძლებს.

რას ჩივი?