„25 წელია, ვცდილობ კარგი გაკვეთილი ჩავატარო… ჩვენ ხვალ დაგვაპატიმრებენ, მე ასეთი მოლოდინი მაქვს“ _ ლანჩხუთელი პედაგოგი

|

Loading

ლადო აფხაზავა აქციის მონაწილეებს მიმართავს

„ხვალ ქუთაისში მაქვს ჩანიშნული სასამართლო. 25 წელია მასწავლებელი ვარ და ამ 25 წლის განმავლობაში ყოველთვის ვცდილობ, რომ ყველაზე მაგარი გაკვეთილი ჩავატარო ყოველ სხვადასხვა დღეს. ჩემთან ერთად ხვალ სასამართლოში მომღერალი ნინო ქათამაძე, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი და სხვა ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები, 9 ადამიანი სასამართლო პროცესს შევუერთდებით” _ წერს სოციალურ ქსელში მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ანტისამთავრობო აქციების აქტიური მონაწილე ლადო აფხაზავა.

ლანჩხუთელი პედაგოგის თქმით, ცუდი მოლოდინი აქვს – შეიძლება დააპატიმრონ კიდეც: „ძალიან სამწუხაროა, რომ 25 წელია ყოველთვის ვცდილობ კარგი გაკვეთილი ჩავატარო, ნინო ქათამაძე ყოველთვის ცდილობს საქართველოს ისე უმღეროს როგორც არასდროს უმღერია, მაია ცირამუა საოცარი ფსიქოლოგი არის და ტრენინგები ჩაატაროს, გელა მთივლიშვილმა საოცარი სტატიები დაწეროს „მთის ამბებით“, მაგრამ ჩვენ ხვალ გვაპატიმრებენ, მე ასეთი მოლოდინი მაქვს…“

გურული სამოქალაქო აქტივისტები: ლადო აფხაზავა, ირმა გორდელაძე

ლადო აფხაზავა მოუწოდებს საზოგადოების წარმომადგენლებს, ნუ დაიგვიანებენ: „ერთადერთი რასაც ვეტყვი იმ ადამიანებს, ვინც ჩუმად არის, ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი ჩუმად არიან და ნუ გეშინიათ, ხალხო, იმიტომ, რომ საქართველოში თუ ცვლილებებს აპირებ, პირველად აუცილებლად დაგცინებენ და მეც დამცინეს, ბევრ ჩვენგანს დასცინეს, მაგრამ დაცინვით რომ ვერაფერი გაახერხეს, უკვე გვებრძვიან, ეს ბრძოლა არის სწორედ, როდესაც უკვე სასამართლოში გიბარებენ, მაგრამ ყველაზე კარგი ეტაპი ამ ბრძოლის არის, როდესაც შენთან ერთად დგებიან და ერთად იბრძვით. ასე რომ, მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, ნუ დაიგვიანებთ და ყოველთვის ისმის შეკითხვა, როდის იქნება შედეგი? მალე იქნება, მეგობრებო, ძალიან მალე, ჩვენი ერთობით!“ _ წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ლადო აფხაზავა.

რას ჩივი?