ლანჩხუთის ქალთა გუნდმა სტუმრად „ელიტა“ 5:1 დაამარცხა და 9 ქულით თბილისის „ნიკე-ლუსოსა“ და ჩხოროწყუს „სამგრელოსთან“ ერთად ლიდერობს გათამაშებას.
გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა იოლად დაამარცხეს ყოფილი კონკურენტები საჩემპიონო ბრძოლებში. „ელიტა“ სახელშეცვლილი „ნიკეა“, რომელიც ბოლოს „ნიკე-ლუსოს“ სახელით ასპარეზობდა. მოგეხსნებათ, ამ ჩემპიონატის წინ თურქმა ბიზნესმენმა, კომპანია „ლუსოს“ მფლობელმა, ბურხან იალვაჩმა „ელიტა“ იყიდა და „ნიკე-ლუსო“ დაიქვა, შესაბამისად, გუნდებმა სახელები გაცვალეს.
შესაბამისად, ყოფილი ჩემპიონის სამართალმემკვიდრე „ელიტა“ დაამარცხეს გურულებმა. პირველ ტაიმში ანასტასია ბოლქვაძემ მე-14 და 38-ე წუთებზე დუბლი შეასრულა, ხოლო ეთერ სულაშვილმა 44-ეზე ანგარიში 3:0 გახადა. მეორე ნახევარში, დუბლი უკვე პალინა ჰირჩიცმა მიითვალა (52, 83), რასაც ბოლოს ერთი გოლით უპასუხეს დედაქალაქელებმა.

სატურნირო მდგომარეობა 3 ტურის შემდეგ
საბოლოოდ, 5:1. სამივე თამაში „ციცებმა“ დიდი ანგარიშით მოიგეს _ მანამდე ჯერ „რაჭა“ დაამარცხეს (15:0), ხოლო წინა ტურში „კვარტალი“ (4:1).
მოიგეს კონკურენტებმაც, ორივემ 9:0 _ „ნიკე ლუსომ“ ექს-ჩემპიონი ქუთაისის „მართვე“ გაანადგურა, „სამეგრელომ“ _ დედაქალაქური „ნორჩი დინამო“.
ლანჩხუთი: გაბუნია [46. ჭრიკაშვილი] – გუჯაბიძე, კალანდაძე, ჩხარტიშვილი – ეჯიბია,მატვეევა, წიქარიძე, რასელი, პირჩიცი – ბოლქვაძე, სულაშვილი