ჯურუყვეთში, სუფსასა და ჩოჩხათში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

|

Loading

ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯურუყვეთის, სუფსისა და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაზეც 4 816 953 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაოები გურიის გუბერნატორმა გიორგი ღურჯუმელიძემ ლანჩხუთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დაათვალიერა.

ლანჩხუთის სოფლებში გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამონაწილეობით ხორციელდება.

რას ჩივი?