ციცებმა თქვეს, თქვენ ელიტაში რა გინდათო… დანელიას დუბლისთვის 3 წუთი ეყო, ბუხრიკიძეს _ 24, კამარგო-პასიკაშვილმაც ისევ გაიტანა და… აქაც სიჭინავა!

|

Loading

ნათია დანელიამ (#6) და ნინო ბუხრიკიძემ (#19) დუბლი შეასრულეს, ლია სიჭინავამ (#19) სადებიუტო გაიტანა

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა ზედიზედ მეორედ მოუგო დედაქალაქურ გუნდს არასაფეხბურთო ანგარიშით _ ამჯერად გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა სტუმრად „ელიტა“ 7:0 გაანადგურეს.

აქედან 6 გოლი პირველ ტაიმში გავიდა და აშკარაა, მეორეში გურულებმა ტემპი დააგდეს და მხოლოდ 1 გოლის გატანა იკმარეს. ლიგის ბომბარდირ ნათია დანელიას დუბლის შესასრულებლად მხოლოდ 3 წუთი დასჭირდა, ნინო ბუხრიკიძემ კი ეს 24 წუთში მოახერხა.

ბურთისთვის იბრძვიან ნათია (#6) და ანა (#10) დანელიები

ისევ გაიტანა გაბრიელა კამარგომ _ კოლუმბიელმა ნახევარმცველმა სამივე მოგებულ შეხვედრაში გაიტანა, იგივე შეძლო ბუხრიკიძემ. ახლა ორივეს 4-4 გოლი აქვს გატანილი და ორივეს ანგარიშზე თითო დუბლია. დანელია კი უკვე 7 გოლი დაუგროვდა.

„ლანჩხუთი“, ბურთების უკეთესი სხვაობის გამო, მეორე ადგილზე გადავიდა

ნინო პასიკაშვილმა პირველ ტურშიც გამოიჩინა თავი, ლია სიჭინავამ კი სადებიუტო გოლი გაიტანა.

მისი მოგვარე, „გურიას“ მოთამაშე დათა სიჭინავა მესამე ლიგის ბომბარდირია და ორი დღის წინ, ამხანაგურ შეხვედრაში, ვიცე-ჩემპიონ „დილას“ ჯარიმიდან გოლი-შედევრი გაუტანა.

იხილეთ დათა სიჭინავას გოლი-შედევრი

28.03.2026 | თბილისი, გლდანის საფეხბურთო ცენტრი | ელიტა 0:7 ლანჩხუთი

0:1 პასიკაშვილი (2′), 0:2, 0:3 დანელია (14′, 17′), 0:4, 0:7 ბუხრიკიძე (32′, 56′), 0:5 სიჭინავა (40′), 0:6 კამარგო (43′).

ლანჩხუთი: გაბელაია (46′ თაბაგარი), ჩხარტიშვილი (57′ რასელი), გუჯაბიძე (57′ მურილო), ნარსია, სიჭინავა (77′ ცეცხლაძე), წულაია, დანელია, პასიკაშვილი (46′ პერეირა), კამარგო, მწყერაშვილი, ბუხრიკიძე