„ჩიბათობა“, ავთანდილ ჯორბენაძის იდეა, გურული მხედრების მონუმენტი, გია ბაღაშვილი და „ქუჩის მუსიკოსები“ ჩიბათში

|

Loading

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ჩიბათობა“ და სვიმონ კანანელის ხსენების დღე აღინიშნა.

ჩიბათელი მხედრების სკვერში გურული მხედრების მონუმენტი საზეიმოდ გაიხსნა. იდეის ავტორი ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე ავთანდილ ჯორბენაძე გახლდათ, რომლის გარდაცვალების შემდე იგი მისმა ოჯახმა განახორციელა.

დღის განმავლობაში გაიმართა ტრადიციული სპორტული ღონისძიებები _ ფეხბურთის მატჩი და დოღი, რომელშიც 20-მდე ცხენოსანი მონაწილეობდა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა სოფელში ახალი ამბულატორიაც გახსნეს, ჩიბათის საჯარო სკოლაში კი “ბოლო ზარი” დაირეკა. საღამოს სცენაზე გია ბაღაშვილი და ჯგუფი „ქუჩის მუსიკოსები“ წარდგნენ.

სახალხო დღესასწაულს გურიის გუბერნატორი გიორგი ღურჯუმელიძე, “ქართული ოცნების” გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ავთანდილ ჯორბენაძის შვილი _ იოსებ ჯორბენაძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ.

ჩიბათობა-2025 | გელა პატარაიას ფოტოები

რას ჩივი?