ჩვენი მზე, რომელიც არ ჩაქრება _ თამილა პატარაია-ბზეკალავას ხსოვნას! [გახსენება]

|

Loading

სულ დაცარიელდა ეს დიდი სამყარო შენი წასვლის შემდეგ. ამ მიწაზე სიმყუდროვე, უზრუნველობა, უნაკლო სიხარული აღარ არის შენი შვილებისა და შვილიშვილებითვის.

თამილა! ამ სახელის წარმოთქმისას თითოეული ჩვენგანი, ჩვენ-ჩვენ წილ დიდ სიყვარულს, ჩვენეულ დიდ გრძნობებს და განცდებს ვაქსოვდით შენს მიმართ. ყველას ჩვენი წილი თამილა გვყვავდი: ძალიან ძლიერი, გაუტეხელი, საიმედო, ჩვენთვის ყოვლის შემძლები და ჩვენი საყრდენი ყოველთვის.

შენს გვერდით ცხოვრება იყო მშვიდი, მხიარული და საინტერესო. არ გვქონია არაფრის შიში, როცა შენ და ოთარი ამქვეყნად გვეგულებოდით.

შენთვის წერილები არასოდეს მომიწერია, გაზეთებში არასოდეს მიწერია ჩემს უკარგეს მშობლებზე, რომლებმაც მზეები აანთეთ ჩვენს სულში და ცხოვრების გზაზე ჩვენს მხარდამხარ იარეთ, მაგრამ ახლა ძალიან მინდა თქვენზე ვწერო, ვთქვა, თუ როგორ გვიყვარხართ, როგორ გვენატრებით.

მინდა ვთქვა, რაც შეიძლება ხმამაღლა, რომ ბევრმა ადამიანმა გაიგოს და მოისმინოს, მინდა მთელი სამყარო შევძრა, ისე მოგილოცო პირველი დაბადების დღე იმიერში, ჩემო ულამაზესო, ჩემო უსათნოესო დედა, ვფიქრობ, შენ სამოთხის დედოფლობა დაგშვენდებოდა…

მშვიდად იმოგზაურე იმქვეყნად, უფალთან ახლოს მეგულებით ორივე.
უფალს ვთხოვ, მიგიღოს და დაგიფაროთ.

შვილი _ ნანა ბზეკალავა