„ქვემო აკეთში, მდინარე სუფსას თვითნებურად შეუცვალეს კალაპოტი, არ უფრთხილდებიან ბუნებას და უდაბნოს დაამსგავსეს ტერიტორია“

|

Loading

ფოტო არქივიდან _ აქცია აკეთში

ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი გიორგი მორჩილაძე სოფელ აკეთში მდინარე სუფსის სანაპიროზე შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს:

„მეგობრებო, ქვემო აკეთში გაურკვეველმა კომპანიამ ისევ დაიწყო კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა. მდინარე სუფსას თვითნებურად შეუცვალეს კალაპოტი, არ უფრთხილდებიან ბუნებას, დააზიანეს ხეები და უდაბნოს დაამსგავსეს ტერიტორია. მე ჯერ არ ვიცი: ეს რომელი კომპანიაა, რა უფლებით შემოვიდა სოფელში და რატომ ახორციელებს აშკარა კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას!! ვიდეოში ადგილობრივები თავად ყვებიან რა დამართეს სოფელს… გთხოვთ ვიდეოს ხმა ჩაურთოთ და ისე უყუროთ (იხ. ბმული https://www.facebook.com/share/v/14Ztawihug/). დაუყოვნებლივ მოვითხოვ პასუხს ამ უბედურებაზე ლანჩხუთის მერისგან, აკეთში მისი წარმომადგენლისგან და დეპუტატისგან. ასევე, მივმართავ გარემოს დამცველ სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებს და მოვითხოვ ამ პროცესის შეჩერებას“ _ წერს მორჩილაძე სოციალურ ქსელში.

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მორჩილაძე

ის მიმართავს ადგილობრივ ხელისუფლებას: „ხალხი ჩივის, რომ მოუსპეს საძოვრები და მალე პრობლემური გახდება იქვე მდებარე ყანით სარგებლობა!! ეს კი ქვემო აკეთელებისთვის, ხშირ შემთხვევაში, თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა!!! ველოდები თქვენგან სასწრაფო პასუხს: ვინ და რატომ ააოხრა მდინარე სუფსის მიმდებარე ტერიტორია და რატომ შემოუშვით კომპანია სოფელში ისე, რომ ხალხის დიდ ნაწილს ამ დრომდე არ აქვს არავითარი ინფორმაცია. ამ კომპანიებთან აწარმოებთ თუ არა კერძო საუბრებს და რას მოიცავს ეს მოლაპარაკებები, მივიცლი ძალიან მალე და მე თვითონ გავარკვევ, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებზე პასუხს დაუყოვნებლივ ველოდები!!!“ _ დასძენს ჟურნალისტი.

ასევე წაიკითხეთ: „საიდანღაც მოტანილ წყალს უთვლის ბავშვებს,  ზედმეტი არ დალიონ, რომ სულ უწყლოდ არ დარჩნენ შემდეგ მოტანამდე…“ (იხ. ბმული: https://shorturl.at/z6Rl6)

აკეთელი აქტივისტები ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე, 2022 წ.

რას ჩივი?