„ფასდაუდებელია თქვენი ამაგი ლესისა და ჭინათის წინაშე“ [თამაზ გოგიჩაიშვილის ტკივილიანი დაბადების დღე]

|

Loading

13 მარტს თქვენი დაბადების დღეა, მეოთხედ ვხვდებით უთქვენოდ, ბატონო თამაზ, ჩვენი სოფლის დიდო გულშემატკივარო და მოამაგევ. იმიერში გილოცავთ!

თქვენს სახელს ჩვენს გულებში დავიწყება არ უწერია. ფასდაუდებელია თქვენი ამაგი ლესისა და ჭინათის პოპულარიზაციაში, ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ფურცლების შექმნასა და ჩვენი საამაყო ადამიანების წარმოჩინებაში. თქვენც ჩვენი სიამაყე და უკვე დიდი ტკივილიც ხართ, ბატონო თამაზ!

მადლობას გიხდით, რაც ჩვენი სოფლისა თუ რაიონისთვის გაგიკეთებიათ, იმ დიდი სიყვარულისთვის, რასაც მუდამ ვგრძნობდით ყველა _ მეზობელი, მეგობარი, თანასოფლელი თუ ნებისმიერი ქართველი, ვისაც თუნდაც ერთხელ შეხვედრილხართ! უფალმა ნათელში დაგიმკვიდროთ!

სოფლის მოსახლეობის სახელით,მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჭიჭინაძე

რას ჩივი?