შენნაირი ადამიანები ასე ნაადრევად არ უნდა მიდიოდნენ ამქვეყნიდან, კახა. სულ სითბოსა და სიკეთეს ასხივებდი, ჩვენო ალალმართალო ბიჭო…
ყველას ძალიან დაგვწყვიტე გული, ყველას დაგვიტოვე იარა… 12 ტკივილიანი წელი გავიდა, რაც შენი ნათელი სული ზეცად ამაღლდა და მარადისობას შეუერთდა.
მონატრებაზე ძნელი არაფერი ყოფილა…
უშენობა გადახსნილ იარასავით გვტკივა. უზომოდ გვაკლიხარ და გვენატრები ისე, თითქოს გაჩერდაო დროის დინება.
ჩვენს გულებში აგრძელებ სიცოცხლეს.
მეგობრები