დღეს ლანჩხუთის ქალთა გუნდმა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო 20:0! სათაურში „ბაღნები“ გურულად ვიხუმრეთ, თბილისელთა სახელში „ნორჩის“ არსებობის გამო, პრინციპში, მოქმედ ჩემპიონებთან ბავშვებივითაც კი გამოიყურებოდნენ, მაგრამ „ნორჩი დინამო“, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი გუნდია და 2017 წლიდან, მთავარ ლიგაში ასპარეზობს.
საქართველოს 4-გზის ჩემპიონს დიდი, მათ შორის არასაფეხბურთო ანგარიშით ბევრჯერ მოუგია, მაგრამ ერთ შეხვედრაში ორი ათეული გოლი არასდროს გაუტანია!
რაც ყველაზე მოულოდნელია, ეს 20 გოლი მხოლოდ სამმა (!) მოთამაშემ გაიტანა _ გუნდის უბერებელმა მეგოლემ, ლელა ჭიჭინაძემ არც მეტი, არც ნაკლები _ 8-ჯერ (!!!) შეარხია მეტოქის კარის ბადე. 6-6 გოლი კი „ლანჩხუთის“ ერთ-ერთი ლიდერისა და გამორჩეული მოთამაშის, ეთერ სულაშვილისა და გურულების რიგებში ჩემპიონის და ამ სეზონის წინ გუნდში დაბრუნებული ანასტასია ბოლქვაძის ანგარიშზეა.
სხვათა შორის, ამ სამეულმა გაიტანა ამ სეზონში ლანჩხუთელთა მიერ გატანილი გოლების (47) 68%! სულაშვილს 12 გოლით ბომბარდირია, 11 დაუგროვდა ბოლქვაძეს, ხოლო ორით ნაკლები _ ჭიჭინაძეს.

ეთერ სულაშვილმა და ანასტასია ბოლქვაძემ 6-6 გოლი გაიტანეს
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემპიონთა მწვრთნელმა, გიორგი ჩხაიძემ ძირითადის რამდენიმე მოთამაშე დაასვენა, მათ შორის ლიდერები _ ნინო ჩხარტიშვილი და მარიამ კალანდაძე. სადებიუტო შეხვედრები ჰქონდათ მარიამ შეწირულს, ანი ცეცხლაძესა და ნათია ნოზაძეს. პირველმა ორმა სულაც სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მთელი თამაში ჩაატარა.
ასეთი ანგარით მოგებამ, „ლანჩხუთი“ მთავა კონკურენტ „ნიკე-ლუსოსთან“ ბურთებით დაახლოვა _ თუ ამ ტურამდე სხვაობა 17 გოლი იყო, ახლა ეს 2-მდე დავიდა, უპირატესობას დედაქალაქები ინარჩუნებენ. სწორედ „ნიკე-ლუსო“ ეწვევა ლანჩხუთს 17 აპრილს და ის მატჩი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს, თუმცა არა _ ყველას, რამეთუ სულ 4-ჯერ ხვდებიან გუნდები ერთმანეთს და აქედან ერთი შეხვედრა ვერაფერს გადაწყვეტს.
ჩემპიონობის მთავარი ფავორიტების შეხვედრას ინტრიგას ისიც ჰმატებს, რომ თბილისელთა რიგებში „ლანჩხუთის“ არაერთი ყოფილი მოთამაშე ირიცხება, მათ შორის ისეთებიც, გასულ სეზონში გურულების რიგებში რომ მოიპოვეს ჩემპიონობა.
მეხუთე ტურის სხვა მატჩების შედეგები: ნიკე ლუსო 5:0 ვერე; მართვე 1:2 სამეგრელო; ელიტა 3:1 რაჭა. ბათუმი-კვარტალის შეხვედრა 30 აპრილს გაიმართება.

გათამშების ცხრილი 5 ტურის შემდეგ
13.04.2025 | გვიმბალაური, სფფ-ის აკადემიის მოედანი | ლანჩხუთი 20:0 ნორჩი დინამო | 1:0, 4:0, 6:0, 7:0, 11:0, 12:0, 13:0, 17:0 ჭიჭინაძე [1′, 25′, 31′, 43′, 57′ 62′, 68′, 80′]; 2:0, 3:0, 9:0,16:0, 18:0, 20:0 სულაშვილი [8′, 11′, 54′, 77′, 83′, 90′]; 5:0, 8:0, 10:0, 14:0, 15:0, 19:0 ბოლქვაძე [28′, 52′, 56′, 71′, 73′, 87′].
ლანჩხუთი: გაბუნია, გუჯაბიძე, შეწირული, ცეცხლაძე, ჯანიკაშვილი, დიმოპულუ, რასელი, პირჩიცი (23. ნოზაძე), ბოლქვაძე, სულაშვილი, ჭიჭინაძე