სოფელ ლესაში სტიქიის სალიკვიდაციო და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც 1,1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

|

Loading

ლესაში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციაპალიტეტის სოფელ ლესაში გზის სარეაბილიტიაციო და სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, მისმა მოადგილემ თორნიკე ტიკაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ ადგილზე დაათვალიერეს სამუშაოები. გზის რეაბილიტაციას 637 523 ლარი მოხმარდება, ხოლო 450 მ. სიგრძის ნაპირსამგრის გაკეთებაზე 521 000 ლარი დაიხარჯება.

,,სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში სოფელ ლესაში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. ნაპირსამაგრების მოწყობა თითქმის ყველა სოფელში გრძელდება. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მუნიციპალიტეტში ჯამში 24 მლნ ლარი დაიხარჯება. აქტიურად გრძელდება სოფლებში გზების რეაბილიტაციაც. დასასრულს უახლოვდება სამუშაოები სოფელ ლესაში. წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე სოფელში მოეწყობა შიდა მიმოსვლის გზები“, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

რას ჩივი?