[სკანდალი] „ლანჩხუთის“ ფეხბურთელს, 16 წლის ანანო წიქარიძეს მეტოქე გუნდის ქომაგმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

|

Loading

ფოტოკოლაჟი | ანანო წიქარიძე ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაშია და გუშინდელი თავდასხმის შემდგომი ფოტო

ამის შესახებ თავად ფეხბურთელი საუბრობს – შემთხვევა დღეს გამართული “ნიკე-ლუსო”-“ლანჩხუთის” მატჩის შემდეგ მოხდა.

“თამაშის დამთავრებისას მოხდა ინციდენტი ფეხბურთელებს შორის, რომელშიც მე პირადად არ ვმონაწილეობდი. ამ დროს ტრიბუნიდან, ყოველგვარი წინაააღმდეგობის გარეშე, შემოვარდნენ “ლუსოს” თურქი გულშემატკივრები, რომლებიც ჩაერთნენ ჩხუბში, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა „კაცმა” შემომატრიალა უცებ და სახეში დამარტყა მუშტი” – ამბობს ანანო.

“ლანჩხუთის” ფეხბურთელი აცხადებს, რომ თავს დაცულად ვერ გრძობს: “ვის ევალებოდა ჩვენი დაცვა? ასე შეიძლება, რომ მაყურებელმა ფეხბურთელს და მით უმეტეს, არასრულწლოვანს, თან ქალს ზიანი მიაყენოს? ეს არის ყოვლად გაუგონარი ფაქტი, მე უკვე ვეღარ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ”

ცნობისთვის, “ნიკე-ლუსოს” მფლობელი ბურჰან იალვაჩი თურქი ბიზნესმენია და გუნდის თამაშებს თანამემამულეები ხშირად ესწრებიან.

რას ჩივი?