მაისურებზე ბეჭდვა‎ * გაზეთის გამოწერა‎ * ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ა, კიდო... *‎‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎

სად შეუგდო „ლიმონკა“ ირაკლი ოქრუაშვილს და რატომ წავიდა ჯარში ემზარ წილოსანი… სევდიანი ღიმილის ბიჭი აგარაკის უბნიდან

ლანჩხუთელი გმირი ემზარ წილოსანი 16 წლის წინ შინდისში დაიღუპა. მის
შესახებ ყვება დარეჯან ბურჭულაძე:

„დაახლოებთ 10 წლიანი ლოდინის შემდეგ, აგარაკში, ნათლისმცემლის ქუჩაზე დარიკო იმნაიშვილის და შუქრი წილოსანის ოჯახში თოფის გვარდნის ხმამ ქვეყნიერებას ვაჟკაცის მოვლენა ამცნო: დაიბადა ემზარ წილოსანი. სხვებისგან არაფრით გამორჩეული ბავშვობა ქონდა, მშრომელი დედ-მამაის ოჯახში იზრდებოდა. ფეხბედნიერი გამოდგა პატარა ვაჟკაცი და მალე ოჯახში ქალიშვილიც დაიბადა. პატიოსანი შრომით ნაშოვი ლუკმა-პურით იზრდებოდნენ ბავშვები. ეს იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა, სრულიად პატარებს მამა გარდაეცვალათ და დარჩნენ დედის ანაბარა. გაუჭირდა ოჯახს, ობლობის მძიმე ხვედრი იგრძნეს ბავშვებმა. დედას, რაც შეეძლო, აკეთებდა, რომ როგორმე შეემსუბუქებინა შვილებისთვის უმამობა მაგრამ, 90 იანი წლების მძიმე პერიოდში მაშინ, როცა მთელს საქართველოს უჭირდა, განასაკუთრებით მძიმე პერიოდი იყო ეს ემზარის ოჯახისთვის. დედის მუხლჩაუხრელმა შრომამ, ახლობლების, მეზობლების თანადგომით გადაიტანეს უმძიმესი დრო.. ამასობაში თვითონაც დავაჟკაცდა და მიუხედავად ყველაფრისა, პატიოსანი, ალალი, გულღია იყო. ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, დიდთანაც და პატრასთანაც. დაუზარებელი იყო, დახმარებაზე უარს არასდროს გეტყოდა და რაღაცნაირი ენეგია ქონდა – ხმაურით შედიოდა ყველგან. ბავშვობაში, როგორც თითქმის ყველა ბავშვს, სიბნელის ეშინოდა და როცა ღამით ქუჩაში სიმღერის ხმას გავიგონებდით, ვიცოდით ემზარი მიდიოდა სახლისკენ. სიმღერით აშინებდა სიბნელეს და აგულიანებდა თავს. ჰქონდა ოცნებები, მიზნები და სწორედ ამიტომაც წავიდა საკონტრაქტო ჯარში.

2008 წლის აგვისტოს პირველი დღეები უმძიმესი იყო ჩემი პატარა, ნათლისმცემლის ქუჩისთვის. 8 აგვისტოს შემდეგ, იყო ყოველდღიური მოლოდინი იმისა, რომ ცოცხალი დაბრუნებოდა კუთხეს ობლობაში გაზრდილ ბიჭი. არ გამართლდა მოლოდინი, რეალობამ შესძრა საქართველო, რაიონი და გამზრდელი კუთხე. ობლობაში გაზრდილი ბიჭის და უცხოეთში ლუკმაპურისთვის გადახვეწილი დედის სიცოდვემ შეძრა ადამიანები. გარდაცვლილი არავის უნახავს, დედამ შვილი ვერ დაიტირა, დაქვრივდა საყვარელი ქალი, მამის ობლობის ხვედრთ უნდა ეცხოვრათ მის ქალ-ვაჟს, ფრთამოტეხილი დარჩა და. უკანასკნელ გზაზე, რაიონმა გააცილა და დაიტირა გმირი. სამხედრო ნაწილიდან ჩამოსული მეგობრები, სიყვრულით, სითბოთი და ღიმილით იგონებდნენ „წილოსთან~ (ასე ეძახდნენ) გატარებულ დღეებს. ის ყველასთვის ღიმილიან ბიჭად დარჩა. და რაც მთავრია, სიცოცხლე გრძელდება მის ნაკვალევზე, მის შვილებში ცოცხლობს ის და ისინიც მუდამ ამაყად თავაწეულები ივლიან. მათი მამა გმირია!“

ტარას წილოსანი (ბიძაშვილი) ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს:

„ძალიან ცელქი იყო ბავშვობაში. სწავლა დიდად არ უყვარდა. მანქანების ინტერესი ჰქონდა. ვისაც მანქანა ყავდა, მუდამ მის გვერდში იყო. მახსოვს, სკოლისკენ მიმავალ გზაზე, მამამისმა ერთ ადილას გადასასვლელი ბოგა გააკეთა, ფეხი რომ არ დასველებოდა. რა მერე, სკოლაში რომ არ წასულიყო კვალში ჩახტა. ძალიან ალალი და კეთილი იყო. არ იყო კონფლიქტური. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიურად უჭირდათ და ხსირად შეიძლება პურიც არ ქონოდათ, იმდენად მორიდებული იყო, არასდროს მოგთხოვდა საჭმელს, მშიაო, არავის აგრძნობინებდა.

გაწვევას არ ექვემდებარებოდა, როგორც ოჯახის მარჩენალი, მაგრამ ჯარში მისი ნებით წავიდა, „კომანდო“ რომ შეიქმნა. სახლის გაკეთებას და ცოლის მოყვანას აპირებდა. იქაც დიდი სიყვარული და ავტორიტეტი დაიმსახურა. მანაქანის სიყვარული იქ აისრულა და უფროსს ატარებდა, მძღოლი იყო. მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი ხშირად სტუმრობდა სენაკის ჯარის ნაწილს და მეგობრები ამბობდნენ, სუფრასთან მჯდომი ემზარს მოიკითხავდა და „წილოს” გარეშე არცერთ მის სტუმრობას არ ჩაუვლიაო. ჯარის მეგობრების მონაყოლს გეუბნებით, ერთხელაც როცა მინისტრი ეწვიათ და საქმიანი ნაწილის შემდეგ სუფრასთან დამსხდარან, „წილოსთვის” უფროს უთქვამს _ მოდი, ესენი შევაშინოთო. ამას მეტი რა უნდოდა, თან უფროსის ნებართვაც აგულიანებდა და შუა პურმარილის დროს, სათამაშო „ლიმონკა” შეუგდია ოთახში, იქ ამბავი ამტყდარა… მხოლოდ მისი უფროსი და ოქრუაშვილი

არ გაქანებულან ადგილიდან, თუმცა მინისტრმა ამ ონავრობის შესახებ არაფერი იცოდაო.

სენაკში, სამხედრო ნაწილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ობიექტებში დღემდე დიდი სიყვარულით იხსენებენ, ერთ ალალმართალ, გულიან გურულ ბიჭს _ „წილოს“.

დღემდე ღიმილით იხსენებენ მისი ჯარის მეგობრები – საომარი მოქნედების დროს იმხელა ბრონიჯილეტი ეცვა თავიანად დამალული იყოო. მეტი რა გავიხსენო, ჩემი და ჩემი ოჯახის გული წაიღო, სისხლი და ხორცი მეწვის მის გახსენებაზე“.

ნუნუკა ჩხაიძე-ლომაძისა იხსენებს:

„მიჭირს ემზარზე საუბარი, შვიდი წლის მანძილზე ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ დედამისი და თვითონ. ჩვენ მეგობრები და ერთმანეთის მესაიდუმლეები ვიყავით. ალალი, კეთილი, უბოროტო, დაუზარელი იყო, რაღაცნაირი სევდანარევი ღიმილი ქონდა. გაჭირვების ტკივილს ღიმილი და ეშმაკურად მოციმციმე, მაგრამ სევდიანი გამოხედვა ამხელდა. განსაკუთრებით უყვარდა მანქანები და ალბერტიმ, ჩემმა მეუღლემ საჩუქარი გაუკეთა და „ზაპოროჟეცი“ უყიდა.

როგორ უხაროდა. სულ წესრიგში ყავდა მანქანა. ერთხელაც, მოვიდა და მანქანა რაღაც უცნაურად დააყენა, დასვდიანებული მომიახლოვდა და მითხრა, რაღაცა დამემართაო. გავგიჟდი, მეგონა, მას მოუვიდა რაღაცა და როცა თქვა, შუხუთის გზაზე მანქანა დაეჯახდა და მისი `ზაპო~ დააზიანა, დავმშვიდდი და ვუთხარი: შენ კარგად იყავი და ამისთანა ჩიტის ბუდეს კიდევ გიყიდით-თქო. რა გაუხარდა! დღემდე მახსოვს მისი გაბრწყინებული თვალები და გაბადრული სახე.

მისთან ბოლო საუბარი ჩემს სიძეს 6 აგვისტოს ქონდა, გააფრთხილა, არეულია სიტუაცია და ფრთხილად იყავიო. დაამშვიდა, ყველაფერი კარგად იქნება, ჩემზე ნუ ინერვიულებთო. რვა აგვისტოს მერე მე და ჩემი მეუღლე, თბილისში, საავადმყოფო-საავადმყოფო დავდიოდით, ყველგან ვეძებდით, ჩვენს კონტაქტებს ვტოვებდით, გამოჩენის შემთხვევაში რომ დაგვკავშირებოდნენ. ახალა, როცა მეუღლის საფლავზე მივდივარ, ყოველთვის გავდივარ მის საფლავზეც და ვესაუბრები. ემზარი ჩემთვის დარჩა სევდიან ღიმილის ბიჭად“.

ფარცაკი ამბები

კომენტარები