როგორც სამი ტურის წინ, გურული კლუბების 2:2-ები – „გურია“ 10-კაციან „ზესტაფონთან“ ფრეს დასჯერდა, კონკურენტი „მერცხალმა“ შეუჩერა…

|

Loading

დღეს, მეოთხე ლიგაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. „გურია“ თბილისში ესტუმრა გასავარდნ ზონაში მყოფ „ზესტაფონს“ და მხოლოდ ქულას დასჯერდა.

გურულები ვანო წილოსანმა უკვე მე-5 წუთზე დააწინაურა (ეს მისი მე-11 გოლია ამ სეზონში), თუმცა გათანაბრებმა ნომინალურმა მასპინძლებმა მალე მოახერხეს.

შემდეგ „ზესტაფონი“ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა – 33-ე წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს. ამით „გურიამ“ კი ისარგებლა და ლაშა ხაჭაპურიძემ მეორე ტაიმში თავისიანები დააწინაურა, მაგრამ 77-ე წუთზე, 10 კაცით მოთამაშე იმერლებმა გაყაიმება მოახერხეს, 2:2.

„გურია“, რომელმაც საწყის 8 ტურში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, ბოლო 8 შეხვედრაში მეტოქეებმა 14-ჯერ აიღეს მისი კარი, რაც ზედა ლიგაში დაწინაურების მოსურნე გუნდისთვის ძალიან ბევრია.

„გურიამ“ აუტსაიდერთან მნიშვნელოვანი ქულები და თანალიდერობა დაკარგა. ვერ მოიგეს მდევრებმაც _ „სქურმა“ ფრედ ითამაშა „არაგველებთან“, „ალგეთი“ კი ოზურგეთში გააჩერეს.

18 ტურის შემდეგ 5 გუნდი სამი ადგილისთვის იბრძვის

არადა, „მერცხალი“ შინ 0:2 აგებდა და გურიის მთავარქალაქელებმა ბოლომდე ბრძოლის საოცარი უნარი გამოავლინეს _ ნოდარ მაჭავარიანის და თენგიზ ალიევის გოლებით მათაც 2:2 დაასრულეს.

მორიგ შეხვედრას გურული კლუბები 10 სექტემბერს გამართავენ: „გურია“ შინ 1 ქულის ამარად მყოფ „მაჭახელას“ მიიღებს, ვისაც სტუმრად 6:0 მოუგო, ხოლო ოზურგეთელები მარტვილში „მერანი-2“-ს ესტუმრებიან.

03.09.2025 | ოზურგეთი, „მეგობრობა“ | მერცხალი 2:2 ალგეთი

0:1 ტოროშელიძე (22), 0:2 ხარშილაძე (57), 1:2 მაჭავარიანი (62), 2:2 ალიევი (83)

მერცხალი: რამიშვილი, სურგულაძე, კოტრიკაძე, ჭანუყვაძე, მარშანიშვილი (60. ჯაფარიძე), ბოლქვაძე, გოგელია, ანთიძე, ცერცვაძე (71. ალიევი), ჩხაიძე (60. მუჯირი), მაჭავარიანი

03.09.2025 | თბილისი, „შატილი“ | ზესტაფონი 2:2 გურია

0:1 წილოსანი (5), 1:1 ფანცულაია (13), 1:2 ხაჭაპურიძე (63), 2:2 კიკნაძე (77)

გურია: შაფათავა, ვარდიაშვილი, ხაჭაპურიძე, შანიძე, შარვაძე, ლომაძე (69. კერხანოჩიევი), სულაძე, ბახია (87. ანდღულაძე), ზაქარაშვილი, შარაშენიძე, წილოსანი (74. ჩხაიძე)

რას ჩივი?