გურულმა მწერალმა, გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „ყველა იმ ქართველს გაუმარჯოს, ვინც დღეს შუაღამემდე ვერ დაიძინა, რადგან საქმე ჰქონდა ან ფიქრი ჰქონდა ან დარდი ან რამე სხვა მიზეზი, მაგრამ მაღვიძარას შვიდი უთხრა, რომ ოკეანის გადაღმა საკუთარი კაცის ჩხუბისთვის ეცქირა“.
ამით ის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის გულშემატკივრებს მოეფერა.
მერაბმა MMA-ში დაუმარცხებელი რუსი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა, საჩემპიონო ქამარი დაიცვა და ზედიზედ 12-მატჩიანი წაუგებელი სერიაც აქვს. მან სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში მოიპოვა.
„მსოფლიოს ისევ ქართული ქამარი უჭერს!“ _ გამარჯვების შემდეგ ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე კეკელიძემ.