მიშო, ჩემო დიდო ტკივილო და მონატრებავ, 9 წელი გავიდა უშენოდ… ბედნიერებამ 26 წელი გაიმეტა ჩვენთვის, მოუშუშებელო ტკივილო!
შვილის მონატრებაზე ძლიერი არაფერი არ არის ცხოვრებაში, ვერაფერი ვერ განკურნავს ამ დიდ ტკივილს. ამ სიცარიელეს ცოტათი მაინც სალბუნად ედება ის სიყვარული, რაც შენ დატოვე ახლობლებსა და მეგობრებში. მეამაყება, რომ ყველა ასე თბილად გიხსენებს, ყველას ძალიან აკლიხარ და ენატრები… ყველას ენანები.. ყველას გული ატკინე… მეამაყება, რომ მიშო გოგუაძის მამა ვარ, ჩემო კეთილო ბიჭო! უსაშველოდ მენატრები, ჩვენო სიამაყევ და დამსხვრეულო იმედო. წლები ვერ შეცვლის ჩვენს სიყვარულს, სიზმრად დარჩენილო სიცოცხლევ.
ღმერთს ვთხოვ ნათელში მიმყოფოს შენი კეთილი სული!
შენი მამა