ლანჩხუთელი ჟურნალისტი ეთო ჭყონია სოციალურ ქსელში გოჩა კვირკველიაზე წერს _ აფხაზეთის ომის გმირზე, რომელსაც დღეს 60 წელი შეუსრულდებოდა, მაგრამ მარად 27 წლის დარჩა…
„გმირები არ კვდებიან, ისინი მარადიულობაში გადაინაცვლებენ…
ისიც გმირი იყო…
27 წლის დარჩა მარად…
სამშობლოსათვის თავდადებული ომში უშიშრად წავიდა…
ამბობდა, დედის ლოცვა გადამარჩენსო…
სამწუხაროდ, სნაიპერის ტყვიამ სიცოცხლეს გამოასალმა…
გოჩა ჩვენთან არის, ის მხოლოდ დროის ზღურბლს გასცდა, სადაც არც ტკივილია, არც შიში, მხოლოდ სინათლე…
ის ჩვენს გულებშია, მისი სული მარად თავისუფლების ცაზე ფრინავს…
მისი ხმა ქარში გვესმის, როცა საქართველოს დროშა ფრიალებს…
მისი ნაბიჯი მაშინ გვესმის, როცა მიწა თავისუფლების სუნითაა გაჟღენთილი…
11 ნოემბერს 60 წელი შეუსრულდებოდა…
მარად 27 წლის დარჩა…
თბილი, მოსიყვარულე, უღალატო მეგობარი ჭირსა და ლხინში… ქვეყანას რომ გამოადგებოდა, ისეთი ადამიანი იყო…
გოჩა კვირკველია აფხაზეთის ომში დაიღუპა, მაგრამ მარად დარჩა ჩვენს გულებში, საქართველოს გულში, სადაც გმირები არ კვდებიან, არამედ მარადიულობაში გადაინაცვლებენ…
შეუსრულებელ 60 წელს გილოცავ, გოჩა.
შეხვედრამდე, მეგობარო!“ _ წერს ეთო ჭყონია.
ასევე წაიკითხეთ: დედის მონოლოგი აფხაზეთში დაღუპული შვილისადმი [გოჩა კვირკველიას ხსოვნას]


