ლანჩხუთელი პოლიტიკოსი ნიკა მაჭუტაძე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებას ეხმაურება:
„ღვთივგანისვენა დიდმა მეუფემ, მამამან ჩვენმან ილიამ.
მე დავიბადე და გავიზარდე ეზოში, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები: დიდი მეუფეები ჩვენი ეკლესიის – იოსებ და მაქსიმე მაჭუტაძეები. საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქები. გურიაში, ნიგოითში...
ასე მოიხსენიებოდნენ ისტორიულ დოკუმენტებში: ბატონს/პატრონს კათოლიკოს იოსებს; ბატონს/პატრონს კათოლიკოს-პატრიარქს მაქსიმეს…
ქრისტეანეს და ღვთისმოყვარეს…
დიდი არის ილია შიოლაშვილის ღვაწლი ქვეყნის, ერის, ეკლესიის, მრევლის წინაშე!
დიდია მისი პიროვნება საქართველოს ისტორიაში!
ვგლოვობ, ვითარცა მამას, ვითარცა ბაბუას…
არ დამავიწყდება მისი უწმინდესობის ნათქვამი: გაუფრთხილდი, გაუფრთხილდი შენს ოჯახს! მაქსიმე მაჭუტაძემ (კათალიკოსმა) გადაარჩინა ჩვენი მონასტერი ჯვრისა, იერუსალიმში!
ვგლოვობთ ჩვენს პატრიარქს. ვგლოვობთ დაობლებას!“ _ წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს ეკლესიის 141-ე პირველიერარქი საპატრიარქო ტახტზე 48 წელი იმყოფებოდა.
„გურია თუდეი“ გამოთქვამს დიდ გულისტკივილს უწმინდესის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს საპატრიარქოს, წმინდა სინოდსა და სრულიად საქართველოს.


