„მერამდენედ უნდა გაგვეგლიჯოს გული, თითქოს ყველაფერმა ამ პატარა კუთხისთვის მოიცალა…“ _ ლანჩხუთელი ახალგაზრდა კაცი ესპანეთში ტრაგიკულად დაიღუპა: „სარეცხის თოკს აკეთებდა, დაუცდა ფეხი და გადმოვარდა“

|

Loading

მარცხნიდან პირველი - გია ხიტირი, მისი არასრულწლოვანი შვილების სახეები დაბლარულია

ლანჩხუთი კიდევ ერთ ახალგაზრდას ემშვიდობება, სოფელ ჩოლობარგში დაბადებული და გაზრდილი გია (გიორგი) ხიტირი უცხო მიწაზე, ესპანეთში ტრაგიკულად დაიღუპა.

მშობლიურ სოფელში გლოვაა, გარდაცვლილს ყველა საუკეთესო და სიკეთის მკეთებელ ადამიანად ახასიათებს. მას ახლობლები და ნათესავები ემშვიდობებიან:

„ჩვენს უბედურ კუთხეს კიდე ერთი ახალგაზრდა მოაკლდა, კიდევ დაქუხდა შვილმკვდარი დედის ხმით მთელი ქვეყანა… მერამდენედ უნდა გაგვეგლიჯოს გული, მერამდენედ უნდა დაცოდვილდეს ჩვენი სოფელი, თითქოს ყველაფერმა ამ პატარა კუთხისთვის მოიცალა. ღმერთო, დედებს შვილები არ უნდა უკვდებოდეს, ყველაზე დიდი უსამართლობააა, როცა გაუჩერებლივ ეძახიან მათ გაჩენილებს და არ ესმით. ყოველთვის ყველასთან თბილი და მოსიყვარულე იყავი, გიო და ისე მენანები, სიტყვები უძლურია!“ _ წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის ახლობელი.

გია (გიორგი) ხიტირი მეუღლესთან ერთად

„გურია თუდეის“ კიდევ ერთმა ახლობელმა უთხრა, რომ გია ხიტირი ოჯახთან ერთად ესპანეთში ცხოვრობდა და ტრაგედიაც იქ დატრიალდა: „აივანზე სარეცხის თოკს აკეთებდა, დაუცდა ფეხი და გადმოვარდა. გია უკეთილშობილესი და საუკეთესო ადამიანი იყო. ასეთ ტრაგიკულ ბედს არ იმსახურებდა. ვისაც არ უნდა კითხოთ, ყველა გეტყვით, როგორი მაგარი ადამიანი იყო. ოჯახიც საუკეთესო ჰყავს. ლანჩხუთში ჩამოასვენებენ და მშობლიური ჩოლობარგის მიწა ჩაიხუტებს თავის გამორჩეულ შვილს, მაგრამ ვაი, რომ ძალიან ნაადრევად“.

„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს გია (გიორგი) ხიტირის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებს.

რას ჩივი?