“მე და ოთარს [კორღალიძე] ამ სტადიონზე 47-დან 46 თამაში მოგებული გვაქვს, მაგრამ ასეთი სიხარული აქამდე არ განმიცდია” – მერაბ ჟორდანიამ ასე შეაფასა “გურიას” მიერ სასწაულად შემოტრიალებული თამაში და დაადასტურა, რომ კლუბში ბრუნდება.
იგი მადლობას უხდის ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს, რომ „ძველ გუნდს“ „გურიაში“ დაბრუნების საშუალება მისცა: „ისეთი გუნდი იქნება, იმ ძველ „გურიას“ და ლანჩხუთს რომ ეკადრება. ორ წელიწადში ჩვენ, ალბათ, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ“ _ აღნიშნა ნამატჩევს კლუბის ლეგენდამ.
მისივე თქმით, თავისი შვილის, კახი ჟორდანიას მიერ დაწესებულ პრემიალურ თანხას თავადაც დაუმატებს: „ჩვენმა ფეხბურთელებმა ეს დაიმსახურეს. რა თქმა უნდა, გასტუმრებული იქნება ნარჩენი დავალიანებაც“.

დღეს, „გურიას“ „არაგველებთან“ მინიმუმ ქულა სჭირდებოდა, მესამე ლიგის საგზურის მოსაპოვებლად. 0:2-დან და 2:4-დან ლანჩხუთელებმა ორჯერ მოახერხეს გათანაბრება, მეორე შემთხვევაში ეს 99-ე და 101-წუთებზე გუნდის კაპიტანმა თემურ შარაშენიძემ მოახერხა. მატჩი 4:4 დასრულდა და „გურია“ გაისად მესამე ლიგაში ითამაშებს.
რამდენიმე დღის წინ, „გურია თუდეი“ ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს


