მამალაძის რევანში, ორი ღლონტის და ოთხივე ლანჩხუთელი ფალავნის ბრინჯაო საქართველოს პირველობაზე

|

Loading

შუაში _ საბა მამალაძე და გიორგი მახარაძე

რამდენიმე წუთის წინ, გორის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 23 წლამდე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის.

ლანჩხუთიდან მასში სპორტული ცენტრის ოთხი სპორტსმენი მონაწილეობდა და ყველა მათგანი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. საქართველოს მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა ოთარ ჯანელიძემ 67 კგ. წონით კატეგორიაში დაიკავა მესამე ადგილი. თამაზ აბაშიძე სამეულში 77 კგ. წ/კ-ში შევიდა, ხოლო გიორგი მახარაძემ იგივე 82 კგ. წ/კ-ში მოახერხა. ორივე მათგანი ახლახანს ბათუმში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში ასევე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

სხვათა შორის, მაშინ მახარაძემ ოზურგეთელი საბა მამალაძე დაამარცხა, რომელიც ამჯერად ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ლანჩხუთელი ოთხეული საპრიზო სამეულში შევიდა!

მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის პრიზორი თაზო ღლონტი (60 კგ. წ/კ) ამჯერადაც ტრავმით თამაშობდა და ალბათ, ამიტომაც არის, რომ ფავორიტი ფალავანი მესამე ადგილს დასჯერდა.

მისი მოგვარე, ოზურგეთელი ნიკა ღლონტიც (72 კგ. წ/კ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ისევე როგორც გურიის მთავარი ქალაქის კიდევ ერთი წარმომადგენელი ლუკა ჯავახაძე (55 კგ. წ/კ).

საბა მამალაძემ ფინალი 8:0 მოიგო

საერთო ჯამში, გურულებმა 23-წლამდელთა პირველობაზე 7 მედალი მოიპოვეს, აქედან ერთი გვყავს ჩემპიონი და 6 _ მესამეადგილოსანი. რამდენიმე დღის წინ გამართულ საქართველოს ჩემპიონატში რეგიონს ერთით მეტი მედალი ჰქონდა _ ვიცე-ჩემპიონის ტიტულს კი, როგორც აღვნიშნეთ, გიორგი მახარაძე დაეუფლა. სხვა მხრივ, მაშინაც ერთი ჩემპიონი ყვავდა, კვლავ ოზურგეთელი ფალავანი (იური ლომაძე), მესამე ადგილზეც 6 გურული გავიდა.

რას ჩივი?