„მაგრად ჩაგიკრავთ გულში და ერთად ვიქნებით სამუდამოდ“ [სერგი მირზაშვილის ტკივილიანი მონატრება]

|

Loading

სერგი, მოვიდა ის საშინელი დღე, 25 მარტი, რომელმაც შენი სიცოცხლე შეიწირა 11 წლის წინ და მხოლოდ მოგონებები დაგვიტოვა.

შენ იყავი ერთი უბრალო, სულით და გულით ლამაზი ბიჭი. გიყვარდა ცხოვრება და მეგობრები.

ყველა გეცოდებოდა, მაგრამ   შენ არავინ შეგიცოდა. ყველასგან გამორჩეულს სიკვდილიც გამორჩეული, შემზარავი გარგუნეს.

მოვდივარ შენთან, გინთებ სანთლებს და უფალს ვთხოვ, ნათელში მიმყოფის შენი ლამაზი სული.

ასე გაგრძელდება მანამ, სანამ შევძლებ შენთან მოსვლას.

შემდეგ მეც წამოვალ შენთან. მე და ბაბუა მაგრად ჩაგიკრავთ გულში და ერთად ვიქნებით სამუდამოდ!

ძალიან მიყვარხარ და მენატრები!

დალი

რას ჩივი?