ლანჩხუთელებმა რიგით მეოთხე ამხანაგურ შეხვედრაში ფოთის „კოლხეთი-2“ გაანადგურეს. მატჩი ქობულეთში გაიმართა, სადაც „გურია“ ორკვირიან შეკრებას გადის.
ფოთელებთან ჰეთ თრიკი ლუკა ჩაგანავამ შეასრულა, თითო გოლი კი, კახა კახაბრიშვილმა, დავით მაისაშვილმა, სანდრო ხუნდაძემ და იოანე ტაბატაძემ გაიტანეს
სხვათა შორის, გასულ სეზონში „გურიამ“ იმავე გუნდს ერთხელაც ვერ მოუგო (შინ 0:0 ეთამაშა, სტუმრად კი სულაც 2:3 წააგო).
ბოლო ამხანაგური შეხვედრა გურულებს 27 თებერვლისთვის აქვთ დაგეგმილი _ ბათუმის „ვესტ ჯორჯიასაც“ ქობულეთის საფეხბურთო ცენტრის სტადიონზე შეხვდებიან.
ამით ლანჩხუთელთა შეკრება დასრულდება და 5 მარტს გუნდი მესამე ლიგაში ასპარეზობას დაიწყებს, სადაც გასული სეზონის ბოლო ხმაურიანი მატჩის შედეგით მოხვდა _ დამატებულ მე-5 წუთზე ანგარიში 2:4 გახდა, თუმცა თემურ შარაშენიძემ 2 წუთში 2 გოლი გაიტანა და „გურია“ ზედა ლიგაში დააწინაურა.

