„ლუკა იყო სული და გული, უკეთილშობილესი, ზრდილობიანი და სიკეთის განსახიერება“ _ რას ამბობენ ახლობლები ქუთაისში მომხდარი ავარიისას გარდაცვლილ ლანჩხუთელ ბიჭზე

|

Loading

„ყვე­ლას უყ­ვარ­და ლუკა, ყვე­ლას”

წუ­ხელ, გვი­ან ღა­მით ქუ­თა­ი­სის გა­სას­ვლელ­თან ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას სამი ახალ­გაზ­რდის სიცოცხლე შე­ე­წი­რა. შემ­თხვე­ვა წყალ­წი­თე­ლას ხიდ­თან მოხ­და – ავ­ტო­მან­ქა­ნა მდი­ნა­რე­ში გადავარდა და მას­ში მსხდო­მი ახალ­გაზ­რდე­ბი დაიღუპნენ. ერთ-ერთი მათგანი ლუკა ებრალიძეა, ლანჩხუთელებისთვის კარგად ნაცნობი ილო ებრალიძის შვილიშვილი.

“რამდენი რამის დაწერა მინდა, მაგრამ ვერც სიტყვებს ვპოულობ და ვერც აზრებს ვალაგებ. ბოლოს დიდთოვლობას გნახე თებერვალში და ჩვენებურად მაგრად გადავეხვიეთ ერთმანეთს. ზუსტად ისე მაგრად ჩაგეხუტები, როცა გნახავ, ჩემო პატარა ძმაო” – წერს სოციალურ ქსელში დავით გოგუაძე.

ტრაგედიას მდინარე წყალწითელაზე | ფოტო “ინფო იმერეთი”

ლუი ორაგველიძე ფეისბუქ-ჯგუფში “This is ლანჩხუთი” წერს: “სიტყვები უძლურია. ვიზიარებთ მშობლების, ოჯახის წევრების , ნათესავების და მეგობრების უსაზღვროდ დიდ მწუხარებას ლუკა ებრალიძის გარდაცვალების გამო. უფალი და ღვთისმშობელი ჩაგიხუტებს, ლუკა და სულ მასთთან იქნები”.

როგორც ირკვევა, ლუკას ავტომობილი ახალშეძენილი ჰქონდა: “არ ვი­ცით, ეს უბე­დუ­რე­ბა რო­გორ მოხ­და, სა­ჭეს­თან ლუკა მჯდა­რა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ლუკა ნას­ვა­მი არ ყო­ფი­ლა, სა­ერ­თოდ არ სვამ­და… ლუკა იყო სა­ნა­თე­სა­ოს სული და გული, უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი და სი­კე­თის გან­სა­ხი­ე­რე­ბა ბიჭი. არ იცით, ეს რამ­ხე­ლა შო­კია ჩვენ­თვის. ლუ­კას ავ­ტო­მან­ქა­ნა რამ­დე­ნი­მე დღის ნა­ყი­დი ჰქონ­და და იმ სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს მე­გობ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. ზო­გა­დად, გიჟ­დე­ბო­და სა­მე­გობ­რო­ზე. ლუ­კას სახ­ლი ლან­ჩხუთ­შიც აქვს და როცა ჩა­მო­დი­ო­და, სულ დე­დუ­ლე­თის­კენ – ქუ­თა­ი­სის­კენ და სა­მე­გობ­როს­კენ მი­ეჩ­ქა­რე­ბო­და. მისი გარ­დაც­ვლი­ლი მე­გობ­რე­ბი თენ­გო და კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდა ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი არი­ან, ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი და ერ­თა­დაც წა­ვიდ­ნენ…” – ჰყვება ლუკას ახლობელი “ამბები.ჯი”-სთან საუბარში.

მისივე თქმით, სა­მი­ვე­ნი 26-27 წლი­სე­ბი იყ­ვნენ, დე­დი­სერ­თე­ბი და და­უ­ო­ჯა­ხებ­ლე­ბი: “ლუკა 27 წლის იყო, მისი დედა ემიგ­რან­ტია, ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში მუ­შა­ობს. ლუკა მა­მას­თან ერ­თად თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და, მუ­შა­ობ­და, მე­გობ­რებს ავე­ჯის სა­ამ­ქრო ჰქონ­დათ და ბევ­რს შრო­მობ­და. არ ვიცი, რო­გორ გა­და­ვი­ტანთ უმი­სო­ბას. ვინც იც­ნობ­და, ყვე­ლას უყ­ვარ­და ლუკა, ყვე­ლას” – ამბობს ახლობელი.

”გურია თუდეი” გულისტკივილს გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს.

რას ჩივი?