ლევან ჩხაიძე: „მჯერა, ეს ხალხი „გურიას“ ქართულ ფეხბურთში თავის კუთვნილ ადგილს დაუბრუნებს. ჩემი ოცნებაა, ეს გუნდი დიდ ასპარეზზე ვიხილო და ამ საქმეში წვლილი ოდესმე მეც შევიტანო“

|

Loading

ლევან ჩხაიძე | ფოტო „ფეისბუქის“ პირადი გვერდიდან

„მინდა, „გურიას ლიგა 3-ში გადასვლა მივულოცო. ჩემი რაიონია, ლანჩხუთელების წარმატება მიხარია და მამაჩემიდან გამომდინარე, ბავშვობიდან მას ვგულშემტკივრობდი. ამიტომ, წარმატებას ვუსურვებ. მიხარია, გუნდს რეალური პატრონი რომ გამოუჩნდა და მერაბ ჟორდანია და მისი გუნდი ჩაუდგა სათავეში. დარწმუნებული ვარ, ეს ხალხი “გურიას” ქართულ ფეხბურთში თავის კუთვნილ ადგილს დაუბრუნებს. ჩემი ოცნებაა, ეს გუნდი დიდ ასპარეზზე ვიხილო და ამ საქმეში წვლილი ოდესმე მეც შევიტანო“ _ ამბობს „გურიას“ ლეგენდარული კაპიტნის, თემურ ჩხაიძის შვილი, ლევან ჩხაიძე.

მას ინტერვიუ პოპულარულმა ონლაინგამოცემა „სპორტალმა“ ჩამოართვა და საუბრის მთავარი თემა თბილიური კლუბი „სპაერია“, რომელიც წელს მთავარ ლიგაში აღზევდა, გასულ სეზონში კი, ლიგა-2-ში მოასპარეზე გუნდი საქართველოს თასს დაეუფლა.

ლევან ჩხაიძე საქართველოს თასით | ფოტო „ფეისბუქის“ პირადი გვერდიდან

ლევანი „სპაერის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია და კლუბში სპორტულ მიმართულებას ხელმძღვანელობს. 8 წლის წინ  დაარსებული გუნდის ბიუჯეტი პირველ სეზონში 10 ათასი ლარი იყო: „პირველად, მოყვარულთა ლიგაში ვიყავით, იყო შემთხვევები, ხალხი გვაკლდა და რამდენჯერმე მეც მითამაშია. გუნდი ნელ-ნელა აეწყო, სტადიონიც აშენდა და ამბიციაც გაიზარდა. წარმატების რამდენიმე წინაპირობა იყო. პირველი – სუფთა მუშაობა: თამაშების გაყიდვა, გარიგება და ქულების გაცვლა „სპაერისთვის უცხო იყო. მეორე – ბიუჯეტი აზრიანად იხარჯებოდა. ყველაფერი თეთრებში იყო გათვლილი და მცირე ხელფასი კი გვქონდა, მაგრამ ყველა დროულად იღებდა“ _ ამბობს ლევან ჩხაიძე გამოცემასთან საუბარში.

სტატიის სრული ვარიანტი: ლევან ჩხაიძე: „სპაერმა“ მეხუთე ლიგიდან დაიწყო და ხალხი რომ გვაკლდებოდა, მეც კი მითამაშია…“

რას ჩივი?