ლანჩხუთში, მთავარ მაგისტრალზე, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა [ფოტოები]

|

Loading

ჯაბა ტუღუშის ფოტო შემთხვევის ადგილილიდან

დღეს, დილით ავარია მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი, დისტრიბუციის მანქანა და ტრაილერი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას „გურია TV“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ავარიის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავარია ჯურუყვეთში | ჯაბა ტუღუშის ფოტოები

რას ჩივი?