ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია და თოვლის საფარისგან გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს. ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს ელექტროენერგიის აღდგენა“ _ აცხადებენ მერიაში.

ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი (მარცხნიდან მეორე) ადგილზე ეცნობა გაწმენდის სამუშაოებს
გზის გაწმენდის სამუშაოებს ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდმარე ბესიკ ტაბიძე, მერის მოადგილე თორნიკე ტიკაძე და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი ერთად გაეცნენ.