ლანჩხუთის ქალთა გუნდმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გაიმარჯვა. ამჯერად გურულებმა აჭარის წარმომადგენელი „ბათუმი“ დაამარცხეს 3:0.
ეთერ სულაშვილმა დუბლი მიითვალა _ მე-3 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 70-ეზე საბოლოო შედეგი დააფიქსირა. „ლანჩხუთის“ ლიდერმა ამ სეზონში უკვე 6 გოლი გაიტანა (4 შეხვედრაში, ანუ საშუალოდ მატჩში 1,5(!) გოლი გაქვს).
სადებიუტო გაიტანა გუნდის ახალწვეულმა, ანანო წიქარიძემ _ მან „ბათუმს“ გოლი, 45-ე წუთზე, როგორც იტყვიან, „გასახდელში დააწია“.
„ლანჩხუთის“ მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჩხაიძეს დედა გარდაეცვალა, ამიტომაც მასპინძლები „ბათუმთან“ სამწვრთნელო შტაბის წევრმა გაიყვანა _ აღსანიშნავია, რომ აკაკი კუპრაშვილმა სათადარიგოთა სკამზე მყოფი ოთხივე მოთამაშე მოედანზე, 78-ე წუთზე, ერთდრულად შეუშვა.
შარშანაც ოთხივე შეხვედრა მოუგეს გურულებმა აჭარულ კლუბს, აქედან სამი დიდი ანგარიშით (6:0, 5:0, 4:0), ხოლო ამ სეზონში მოქმედი ჩემპიონი ერთადერთია, რომელმაც ოთხივე შეხვედრაში დიდი ანგარიშით გაიმარჯვა (15:0, 4:1, 5:1 და 3:0). ეს სერია დღეს შეწყვიტა „ნიკე-ლუსომ“, რომელმაც ჩხოროწყუში იქაურ „სამეგრელოსთან“ 2:0 მოიგო.

სატურნირო მდგომარეობა 4 ტურის შემდეგ
შესაბამისად, ჩემპიონატს უკვე ორი ლიდერი შემორჩა _ „ლანჩხუთსა“ და „ნიკე-ლუსოს“ 12-12 ქულა აქვთ, გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა უკეთესი დედაქალაქელებს აქვთ (+42/+25), მათ გოლიც არ აქვთ გაშვებული.
შემდეგ ტურში მოქმედი ჩემპიონი უქუოლო „ნორჩ დინამოს“ ესტუმრება, ხოლო „ნიკე-ლუსო“ შინ 6-ქულიან „ვერეს“ ეთამაშება.
24.03.2025 | გვიმბალაური | სფფ-ის აკადემიის მოედანი | ლანჩხუთი 3:0 ბათუმი | 1:0, 3:0 სულაშვილი (3, 70), 2:0 წიქარიძე (45)
ლანჩხუთი: გაბუნია (78. ჭრიკიშვილი) – გუჯაბიძე, კალანდაძე, ჩხარტიშვილი – ეჯიბია (78. დიმოპულუ),მატვეევა, წიქარიძე, რასელი (78. ჯანიკაშვილი), პირჩიცი (78. ჭიჭინაძე) – ბოლქვაძე, სულაშვილი