„ლანჩხუთმა“ ახალ ჩემპიონთან სეზონში მესამე შეხვედრა დათმო, როცა წინა 6 ჩემპიონატის მანძილზე მხოლოდ 5 წაგება ჰქონდა

|

Loading

„ნიკე-ლუსომ“ ლანჩხუთშიც მოიგო

„ლანჩხუთმა“ ვერც საკუთარ მოედანზე შეძლო ახალი ჩემპიონის დამარცხება. „ნიკე-ლუსომ“ წელს გამართული 4 შეხვედრიდან მოქმედ ჩემპიონებს სამი მოუგო. ამჯერადაც, ანგარიში დედაქალაქელებმა გახსნეს, მეტიც, 5-წუთიან მონაკვეთში ორბურთიანი ფორა მიიღეს. „ციცებმა“ კი ბოლო წუთებზე მხოლოდ ერთის გაქვითვა მოახერხეს, 93-ეზე ეს შეცვლაზე შესულმა ლელა ჭიჭინაძემ მოახერხა, 1:2. იქამდე წუთით ადრე, „ლანჩხუთს“ დაცვის ლიდერი ნინო ჩხარტიშვილი გაუძევეს, რომელიც გუნდს სათასო ნახევარფინალში ვერ დაეხმარება.

ასეთი ჩამორჩენა ჩემპიონთან „ლანჩხუთს“ 2016-17 წლებში ჰქონდა, როცა მესამე-მეოთხე ადგილებზე გავიდა

ამ შეხვედრის შედეგი არაფერს წყვეტდა _ „ნიკე-ლუსო“ უკვე ჩემპიონის რანგში ეწვია გურიას. უბრალოდ, საკითხავი იყო, შეძლებდა თუ არა თბილისური კლუბი ლანჩხუთში მოგებას და მან ეს მოახერხა.

როგორც აღვნიშნეთ, წელს „ნიკე-ლუსომ“ გურულებს 3 შეხვედრა მოუგო. სხვათა შორის, წინა 6 სეზონში „ლანჩხუთს“ მხოლოდ 5 წაგება ჰქონდა…

08.11.2025 | ლანჩხუთი, „ევგრაფ შევარდნაძე“ | ლანჩხუთი 1:2 ნიკე-ლუსო

0:1 ბუხრიკიძე (50), 0:2 ბაქრაძე (54 პენ.), 1:2 ჭიჭინაძე (90+3)

ლანჩხუთი: ჭრიკაშვილი, გუჯაბიძე, ჩხარტიშვილი, მატვეევა (64. ჭიჭინაძე), რასელი, კამარგო (80. გირჩიცი), მურილო (64. წულაია), ტელესი (80. ჯანიკაშვილი), ბოლქვაძე (64. ონიევუენი), წიქარიძე, სულაშვილი.

რას ჩივი?