ლანჩხუთის ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში მესამე
ადგილისთვის შეხვედრაში გაიმარჯვა. ანგარიში გურულებმა მატჩის
დასაწყისშივე გახსნეს, თავი ამერიკელმა ლესლი რამირესმა ეთერ სულაშვილის
ჩინებული პასის შემდეგ გამოიჩინა, 1:0.
მეორე ტაიმის სტარტზე, გათანაბრება ბაქოელებმა შეძლეს, თუმცა ორიოდ
წუთში სულაშვილმა ისევ დაგვაწინაურა (2:1) და „ციცებმა“ მატჩის ბოლომდე
შეინარჩუნეს ეს ანგარიში.
„ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას გამოეთიშა, რადგან წინა
შეხვედრა ალბანურ „ვლაჟნიასთან“ დათმო (0:3), „ნეფთჩისთან“ მოგება გურულ
კლუბს უეფას რეიტინგში დაწინაურებაში დაეხმარება.
„ლანჩხუთი“ ეროვნულ ლიგაში ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებას
„კვარტალთან“ და „ნიკესთან“ დაპირისპირებაში, რათა გაისადაც ჩემპიონთა
ლიგაზე ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთი“ ერთადერთი ქართული კლუბია, რომელმაც
ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა (2020 წელს).
07.09.2024 წყალტუბო. ტექნიკური ცენტრი. ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპი,
ჯგუფში მესამე ადგილისთვის
ლანჩხუთი 2:1 ნეფთჩი (ბაქო, აზერბაიჯანი)
1:0 რამირესი (10), 1:1 ალკუ (53); 2:1 სულაშვილი (55)
„ლანჩხუთი“: თაბაგარი, ქადაგიშვილი, კალანდაძე, მილჩევსკა, ჩხარტიშვილი,
ბეჟა, გორგაძე, რამირესი, სულაშვილი, ხაბურზანია, ბაქრაძე.
სათადარიგოები: გუჯაბიძე, ნარსია, რასელი, გიდესი, პაულა, გირალდო,
ჭიჭინაძე, წულაია, იალვაჩი, კაპანაძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე