„ლანჩხუთის სარკინიგზო ბაქნებს „შტადლერის“ ფირმის მატარებელი ისე ჩაუქროლებს, გეგონებათ, გავლა ახალდაბომბილ ტერიტორიაზე უწევს“

|

Loading

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, „ლელოს“ ადგილობრივი ლიდერი გოჩა ჯანაშია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს:

„საქართველოს რკინიგზა წესით ერთ-ერთი წარმატებული სფერო უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, მაგრამ რეალობა სულ სხვა სურათს ასახავს. აქ წარმოგიდგენთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ფოტოებს, სადაც ნათლად ჩანს, თუ რა მდგომარეობაა როგორც უშუალოდ ქალაქის ცენტრალურ სარკინიგზო სადგურზე, ასევე მიმდებარე სოფლების ბაქნებზე.

მხოლოდ „შტადლერის“ ფირმის სამგზავრო ჩქაროსნული მატარებლით თუ დაიკვეხნის ჩვენი ქვეყანა, რომელიც ისე ჩაუქროლებს ამ გაპარტახებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, გეგონებათ ახალდაბომბილ ტერიტორიაზე უწევს გავლა. ფაქტია, რომ საქართველოს რკინიგზას სამგზავრო გადაზიდვების მიმართულება სულაც არ აინტერესებს, მაგრამ ბათუმის მიმართულებაზე არც სატვირთო გადაზიდვების კუთხითაა სახარბიელო მდგომარეობა. ფაქტობრივად, დღეში ერთი ან ორი სატვირთო შემადგენლობა თუ ჩაივლის, რაც მიუთითებს, რომ  საქართველოს რკინიგზა ღრმა კრიზისშია“  _ წერს ჯანაშია.

რას ჩივი?