„ლანჩხუთის“ სამწვრთნელო შტაბში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი იმუშავებს!

|

Loading

აკაკი კუპრეიშვილი

ლანჩხუთის ქალთა გუნდის მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჩხაიძეს ეროვნული ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი აკაკი კუპრეიშვილი დაეხმარება.

იგი პარალელურად ეროვნულ გუნდშიც დარჩება. 2022 წელს იყო ლანჩხუთის „გურიას“ სამწვრთნელო შტაბის წევრი, მანამდე „სამტრედიის“ ახალგაზრდულ გუნდებს წვრთნიდა.

„გურია თუდეის“ ინფორმაციით, გუნდი დატოვა მეკარეების მწვრთნელმა, რევაზ ჯიქიამ. იგი მუშაობას მარტვილის „მერანის“ სამწვრთნელო შტაბში გააგრძელებს.

„ლანჩხუთი“ საქართველოს მოქმედი ჩემპიონია და ახალი სეზონისთვის ემზადება. გუნდში დიდი ცვლილებებია, რის შესახებ ჩვენს მკითხველს პერიოდულად ვაწვდით ინფორმაციას.

რას ჩივი?