ლანჩხუთის რკინიგზის სადგურში, ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა [+ფოტოები]

|

Loading

ლანჩხუთის რკინიგზის სადგური | ჯაბა ტუღუშის ფოტო

ლანჩხუთის რკინიგზის სადგურში, ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ვაგონებს შორის გადაბმაში გაჩნდა. საბედნიეროდ, მისი ჩაქრობა მემანქანეებმა და სადგურის თანამშრომლებმა დროულად მოახერხეს. ინფორმაციას „გურია TV“ ავრცელებს.

ჯაბა ტუღუშის ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

გამოცემის ცნობით, ვაგონებიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა და არავინ დაშავებულა. მათი ტრანსპორტირება სამარშრუტო ავტობუსებით მოხდა. შემთხვევისას მოხდა ხაზზე ელექტროენერგიის გათიშვა, რის გამოც ბათუმი-თბილისის სამზავრო მატარებელი სუფსაშია გაჩერებული.

რას ჩივი?