ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი გაერთიანებული ბოლო ზარის კონცერტისთვის მომღერალ ოთო ნემსაძეს 15 000 ლარს გადაუხდის

|

Loading

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთათვის გაერთიანებული ბოლო ზარის ღონისძიებების დაფინანსების მიზნით გამარტივებულ შესყიდვებს აცხადებს. კერძოდ, მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება მომღერალ ოთარ ნემსაძეს 15 000 ლარს გადაუხდის. ამის შესახებ www.bpn.ge წერს.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, ოთარ ნემსაძემ კონცერტი 28 მაისს უნდა გამართოს. “როგორც ყველა მუნიციპალიტეტში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად იმართება საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთა გაერთიანებული ბოლო ზარის ღონისძიება, რაც მოსახლეობის დიდ ინტერესს იწვევს. გამომდინარე იქიდან, რომ ოთარ ნემსაძეს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება როგორც შემსრულებელს, შესაბამისად არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად“, – განმარტებულია შესყიდვის საჭიროებაში.

მსგავსი შესყიდვა განახორციელა კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტმა. სრულად სტატია წაიკითხეთ: https://shorturl.at/M2WzU

ლანჩხუთის მერიის ფეისბუქ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ოთო ნემსაძის ძმა, ბესიკ ნემსაძე იმღერებს.

„გურია თუდეის“ მერიაში განუცხადეს, რომ ოთო ნემსაძე არც ბოლო ზარის ღონისძიებაზე ჰყავთ მოწვეული, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ატვირთულია გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების მოწვევით, მომღერალმა 28 მაისს ლანჩხუთში უნდა იმღეროს.

რას ჩივი?