ლანჩხუთი ყურადღების ცენტრში საახალწლოდ გალამაზებული ქალაქის გამო მოხვდა _ გურული ოდა-სახლებით და გაჩახჩახებული ბილიკებით მორთული ნაძვის ხის ფოტოებმა მთელი საქართველო მოიარა. შეფასებებიც სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, არის იუმორიც. „ბათუმის ნაძვის ხეებს შორის საუკეთესოა… ლანჩხუთის ნაძვის ხე“ _ წერს პოპულარული ფეისბუქ-ჯგუფი „აჭარლები“, 250 ათასიანი გამომწერით.
საქართველოს მთავრობამ კი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან მთავარი ნაძვის ხის ფოტოები გამოაქვეყნა. ლანჩხუთი უპირობო ლიდერია 3 900 მოწონებით. თბილისის ნაძვის ხეს 1400 „ლაიქი“ აქვს, ქუთაისისას _ 1700. ასევე 100 მოწონებაა სხვაობა კიდევ 2 დიდ ქალაქს შორის _ ბათუმის მთავარმა ნაძვის ხემ 1500 „ლაიქი“ დაიმსახურა, რუსთავისამ _ 1400. ერთადერთი ნაძვის ხე, რომელიც ლანჩხუთთან ახლოსაა, მესტიაშია _ მას 2800 მოწონება აქვს.
ლანჩხუთი, რა თქმა უნდა, გურიაშიც ლიდერობს: ჩოხატაურის ნაძვის ხეს 615 „ლაიქი“ აქვს, ხოლო რეგიონის მთავარი ქალაქისას _ 1300. ოზურგეთი უწრებს უმეტესობა რეგიონის მთავარ ქალაქს _ თელავი (995), ზუგდიდი (844), გორი (806), ამბროლაური (714), ასევე ბოლნისს (1100), ახალქალაქს (36) და სხვ.
გურიის მეზობლების ნაძვის ხეების „ლაიქების“ რაოდენობა ასეთია: ქობულეთი _ 857, ფოთი _ 1300 და სამტრედია _ მხოლოდ 25 (არადა, საკმაოდ ლამაზია).
აქვე გეტყვით, რომ მონაცემები საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდიდან აღებულია 2025 წლის 30 დეკემბერს, დღის 12 საათზე.
ასევე წაიკითხეთ:

