ლანჩხუთის მერი – ინტენსიური თოვის შედეგად მუნიციპალიტეტში რთული ვითარებაა – ამ დროის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 40-მდე სახლი

|

Loading

ლანჩხუთის მერი (მარცხნიდან მეორე) სტიქიის ზონაში

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ინტენსიური თოვის შედეგად რთული ვითარებაა, – ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, დამატებითი ტექნიკა მობილიზებულია და შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს.

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რთული ვითარებაა ინტენსიური თოვის შედეგად, კვლავ გადაუღებლად თოვს. დამატებითი ტექნიკის მობილიზება უკვე მოვახდინეთ და ახლა სხვადასხვა მიმართულებით მიდის, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ხალხის ევაკუაცია, ან მოსახლეობამდე გზის გაყვანა. ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს, მათ შორის: ჩოჩხათის, ღრმაღელისა და აცანას ადმინისტრაციულ ერთეულებს. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკვე გამოვიყვანეთ – ნაწილი სასტუმროებში, ნაწილი კი ნათესავებთან მოვათავსეთ. ამ დროის ინფორმაციით, ჩამონგრეულია ორმოცამდე სახლი. მართალია საცხოვრებელი სახლები დაზიანებულია, მაგრამ დაშავებულებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს“, – უთხრა გამოცემას ლანჩხუთის პირველმა პირმა.

რას ჩივი?