„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853) იმოძრავებს.
„სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზრდება, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის 2 საათით შემცირდება. მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს: თბილისიდან გასვლა – 09:00 სთ.ზე, ოზურგეთში ჩასვლა – 16:18 სთ.-ზე; ოზურგეთიდან გასვლა – 08:40 სთ.-ზე, თბილისში ჩასვლა – 16:00 სთ.-ზე. ბილეთის ღირებულება – 11-15 ლარია. შეძენა შეგიძლიათ საქართველოს რკინიგზის სალაროებსა და ონლაინ ვებ-გვერდზე: gr.com.ge. გისურვებთ სასიამოვნო მგზავრობას!“ _ აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც უწყების ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, თბილისიდან მომავალი მატარებელი ლანჩხუთში დღის სამის ნახევრისთვის, ხოლო ოზურგეთიდან თბილისში მიმავალი _ დილის 11-ის ნახევარზე იქნება. ლანჩხუთიდან თბილისამდე ახალ მატარებელს დაახლოებით 5,5 საათი დასჭირდება, ხოლო ოზურგეთამდე _ თითქმის 2 საათი.
მატარებელი თბილისიდან გურიის მიმართულებით თვის კენტ რიცხვებში, ხოლო გურიის მთავარი ქალაქიდან დედაქალაქისკენ _ ლუწ რიცხვებში იმოძრავებს.