„ლანჩხუთელი საჯარო მოხელეების გვერდებს დღეში 9-ჯერ ვამოწმებ, იქნებ 1 მადლობა მაინც ვნახო მოხალისეებზე“ – ნინია ბარამიძე

|

Loading

ლანჩხუთელი ემიგრანტი, სამოქალაქო აქტივისტი  ნინია ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეში 9-ჯერ ამოწმებს ლანჩხუთელი საჯარო მოხელეების ფეისბუქ-გვერდებს, „იქნებ გაექცათ კალამი და 1 მადლობა ვნახო. მართლა ვფიქრობდი, რომ ჩამოსულ სტუმრებს 1 მადლობას დაუწერდნენ“.

„არა უშავს, აუცილებლად გვექნება ამ ახალგაზრდებიდან გამომდინარე ისეთი ქვეყანა, სადაც მადლობისთვის საყვედურს არ მიიღებთ.

გურია კი იცით ღატაკი მხარეა, მარა სულ მდიდარი ვიყავით სტუმარ-მასპინძლობით.

მახსოვს, გაჭირვების დრო, 93-იანი ვარ, როცა ჩემს მეზობლებთან სტუმრები თუ მივიდოდნენ, ყველა დავესეოდით და თითო თავ საჭმელს ვაწვდიდით და ერთმანეთის იმედი გვქონდა, რომ არ შევრცხვებოდით, სტუმრის მიღების არ გვეშინოდა, პირიქით.

სიმღერაც როგორი გვაქვს:„ გამომხედე მასპინძელო და ჭიქა წყალი მწყურია“, ცუდია, ძალიან ცუდია, მე კი იცით არასდროს მადლობისთვის არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ სტუმრებთან არის სირცხვილი. არც სჭირდებათ არავის „ქოცების“ მადლობა, მარა ჭირის დროსაც რომ „უსამშობლო ნაცებად“ მონათლეთ ეს გულანთებული, ჩვენი ჭირის მოზიარე ახალგაზრდები, სამარცხვინოა. ტეხავს“ _ წერს ნინია ბარამიძე.

ცნობისთვის, ნინია ბარამიძე პოპულარული ფეისბუქ-ჯგუფის – „This is ლანჩხუთი“ დამაარსებელია, ხოლო ბოლო სტიქიის დროს აქტიურად იყო ჩართული ფეისბუქ-ჯგუფის „მოხალისეები გურიისთვის“ მართვაში.

რას ჩივი?