დღეს დილით, საქართველოს 23-წლამდელთა ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.
ეროვნული გუნდის შემადგენლობაშია ლანჩხუთის სპორტული ცენტრის მოჭიდავე, ქვეყნის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ოთარ ჯანელიძე, რომელიც 63 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს. მისი პირადი მწვრთნელია დავით მჟავია.
ტურნირი ქალაქ სოფიაში 13-18 თებერვალს ჩატარდება.