ლანჩხუთის სპორტული ცენტრის 4 მოჭიდავე მონაწილეობს საქართველოს 20 წლამდელთა ჩემპიონატში. მათი მწვრთნელია დავით მჟავია.
ნიკა ცეცხლაძე 2024 წლის საქართველოს ჩემპიონია 17-წლამდელთა შორის, ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 15 და 17-წლამდელთა შორის. ასევე, მსოფლიოსა და ევროპის პირველობაზე მე-5 ადგილი დაიკავა. გიორგი იაშვილი რესპუბლიკური ტურნირების ჩემპიონი და პრიზიორია. თამაზ აბაშიძე საქართველოს ვიცე-ჩემპიონია 15 წლამდელთა შორის და 3-გზის ბრინჯაოს პრიზიორი U20,U23 და დიდებში. გიორგი მახარაძე საქართველოს ჩემპიონია 17-წლამდელთა შორის, 3-გზის ბრინჯაოს პრიზიორი U15,U23 და დიდებში, ევროპის ჩემპიონატზე კი მე-5 ადგილი დაიკავა.
დღევანდელი დღე წაუგებლად ჩაატარეს 17 წლის ნიკა ცეცხლაძემ და 18 წლის თამაზ აბაშიძემ და ხვალ ფინალში იჭიდავებენ.
ნახევარფინალამდე 2 შეხვედრა მოიგო გიორგი მახარაძემ, ფინალში გამსვლელი შეხვედრა კი დაძაბულ ბრძოლაში წააგო (1:1) მეტოქის პირველად აღებული ქულის წყალობით. ეს ახალი წესია, რომელიც ამ შეჯიბრზე დაწესდა. მანამდე ბოლოს აღებული ქულა იგებდა. გიორგი ხვალ ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს.