დღეს იწყება და 6 ივნისს დასრულდება საერთაშორისო ტურნირი ბ/რ ჭიდაობაში, რომელიც სომხეთის დედაქალაქ ერევანში ტარდება.
მასში საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს, რომლის შემადგენლობაში სამი ლანჩხუთელია: გიორგი შოთაძე (67 კგ. წ/კ), თამაზ აბაშიძე (77 კგ. წ/კ) და გიორგი მახარაძე (82 კგ. წ/კ). პირველის მწვრთნელია ზაზა ღლონტი, ხოლო დანარჩენი ორის _ დავით მჟავია.